TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სერვის ექსპერტი - საცალო დაკრედიტების ლიგა (დეკრეტის შემცვლელი)

სერვის ექსპერტი - საცალო დაკრედიტების ლიგა (დეკრეტის შემცვლელი)

TBC Georgia
Posted Jul 17, 2026 8h ago

Job description

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს სამუშაოს აღწერილობა თიბისის, საცალო დაკრედიტების ლიგაში ვეძევთ - სერვის ექსპერტს. შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე, ქმნის, ნერგავს და ავითარებს ბანკის სასესხო პროდუქტებს . იმუშავებ პროდუქტების დიჯიტალში გატანაზე, პროცესის ავტომატიზაციაზე, მომხმარებლისთბის პროცესის გამარტივებაზე ვის ვეძებთ: თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული, გიყვარს სისტემების/პროცესების ანალიზი, რედიზაინი, ავტომატიზაცია, პრობლემების იდენტიფიცირება და ახალი გადაწყვეტების შექმნა. თუ კარგად იცნობ ბანკის საკრედიტო პროცესებს/პროდუქტებს მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის! შენ იქნები: სერვის ექსპერტი, რომელიც მუშაობს ეჯაილ მიდგომებით (scrum), შეიტან უზარმაზარ წვლილს ინოვაციური პროექტების განხორციელებაში, რომლებიც ბანკს მისცემს შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს IT ინფრასტრუქტურა და ასევე მომხმარებელს შესთავაზოს მის მოთხოვნილებებზე მაქსიმალურად მორგებული მარტივი და ავტომატიზირებული საკრედიტო პროცესები. შენ დაგევალება: არსებული და ახალი ბიზნეს პროცესების განვითარების კუთხით, დეველოპმენტის გუნდისათვის ბიზნეს/ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება და მართვა; ამოცანის შესრულების ხარისხსა და ვადებზე პასუხისმგებლობის აღება; ბიზნეს ამოცანების/ პროცესების მოდელირების ტექნიკების ცოდნა, პროცესის დიაგრამის აწყობა, დატა ანალიტიკა; ამოცანების დანერგვა ბიზნეს ამოცანების/ პროცესების მოდელირების ტექნიკების გამოყენებით ; ბიზნეს ამოცანის შესაბამისი გადაწყვეტილების დაპროექტება, როგორც არსებული სისტემების გამოყენებით, ისე საჭიროებისამებრ ახალი სისტემის შექმნით; მომხმარებლის საჭიროებას მორგებული ეფექტური, მარტივი, ავტომატური, კონფიგურირებადი საოპერაციო პროცესების/პროდუქტების შექმნა და არსებულის გაუმჯობესებაზე აქტიური მუშაობა; ამოცანის დიზაინის, დაპროგრამების, ტესტირებისა და დანერგვის და შემდგომი მონიტორინგის/კონტროლის ფაზებში ფუნქციონალური ექსპერტის როლის შესრულება. პროცესების და პროცედურების შესაბამისობაშ მოყვანა კვალიფიკაცია Agile (Kanban/Scrum) გუნდში მუშაობის გამოცდილება; ბანკის პროცესების/პროდუქტების ცოდნა; ბიზნეს პროცესების მოდელირების (ტექნიკების/მეთოდოლოგიების) ცოდნა; მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ( სასურველია) მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკურ ამოცანებზე მუშაობის; სისტემის დანერგვების მიმართულებით გამოცდილება სასურველია ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო: ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268 ანონიმური წერილი ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.