TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სერვისის ჯგუფის ხელმძღვანელი

სერვისის ჯგუფის ხელმძღვანელი

Posted Aug 06, 2026 20h ago apply by Sep 03, 2026

Job description

კომპანიის შესახებ Midea Group მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კორპორაციაა, რომელიც ქმნის თანამედროვე, ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურად პასუხისმგებელ გადაწყვეტილებებს საცხოვრებელი, კომერციული და ინდუსტრიული შენობებისთვის. Midea Caucasus – ბათუმის ოფისი დასავლეთ საქართველოში წარმოადგენს HVAC - VRF, ჩილერების, სავენტილაციო სისტემების, ლიფტებისა და სხვა საინჟინრო მიმართულებების ოფიციალურ წარმომადგენლობას. ჩვენი საქმიანობა მოიცავს პროდუქციის მიწოდებას, პროექტების ტექნიკურ მხარდაჭერას, ავტორიზებულ საგარანტიო და არასაგარანტიო მომსახურებას, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სერვისს. დღეს ჩვენი გუნდი ფართოვდება და ვეძებთ სერვისის ჯგუფის ხელმძღვანელს, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკური დეპარტამენტის ეფექტურ მართვას, გუნდის განვითარებასა და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას. პოზიციის მიზანი სერვისის ჯგუფის ხელმძღვანელი პასუხისმგებელი იქნება დეპარტამენტის ყოველდღიურ ოპერაციულ მართვაზე, ტექნიკური გუნდის კოორდინაციაზე, მომსახურების ხარისხის კონტროლსა და სერვისული პროცესების უწყვეტ გაუმჯობესებაზე. პოზიცია: სერვისის ჯგუფის ხელმძღვანელი ძირითადი მოვალეობები: სერვისის დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა; ტექნიკური ჯგუფის (ინჟინრებისა და ტექნიკოსების) კოორდინაცია, სამუშაოების დაგეგმვა და გადანაწილება; საგარანტიო და არასაგარანტიო მომსახურების პროცესების ეფექტიანად მართვა; მომსახურების ხარისხის კონტროლი და სტანდარტების დაცვა; მომხმარებელთა მოთხოვნებისა და პრეტენზიების დროული და ეფექტური მართვა; სერვისული სამუშაოების შესრულების ვადებისა და ხარისხის მონიტორინგი; სათადარიგო ნაწილებისა და რესურსების ეფექტური მართვის კოორდინაცია; დეპარტამენტის საქმიანობის ანალიზი, ანგარიშგება და პროცესების გაუმჯობესებაზე მუშაობა; სხვა დეპარტამენტებთან (გაყიდვები, ლოჯისტიკა, შესყიდვები) ეფექტური თანამშრომლობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (საინჟინრო მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად); გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის ან სამშენებლო/საინჟინრო სფეროში მუშაობის გამოცდილება; ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება; ტექნიკური დოკუმენტაციისა და სერვისული პროცესების ცოდნა; MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა; CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ტექნიკური დოკუმენტაციისა და სერვისული პროცესების პრაქტიკული ცოდნა. სასურველია უცხო ენების ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის დონეზე; B კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელია). პიროვნული უნარები: ლიდერული და გუნდური მართვის ძლიერი უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა; ანალიტიკური აზროვნება და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი; პროცესების დაგეგმვისა და ორგანიზების მაღალი უნარი; მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის გამოცდილება; დროისა და რესურსების ეფექტურად მართვის უნარი; სერვისული პროცესების მუდმივი გაუმჯობესების სურვილი. ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტულ და გამოცდილების შესაბამის ანაზღაურებას; პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო ბრენდის ფარგლებში; სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას მზარდ კომპანიაში; პროფესიონალ გუნდთან მუშაობას და თანამედროვე სამუშაო გარემოს; საერთაშორისო სტანდარტებით ორგანიზებულ სამუშაო პროცესებს; ჯანმრთელობის დაზღვევას; კორპორაციულ ნომერს; საჭირო სამუშაო რესურსებით სრულ უზრუნველყოფას; მონაწილეობას მნიშვნელოვანი კომერციული და ინდუსტრიული პროექტების განხორციელებაში. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი: 10:00 – 18:00 შაბათი: 10:00 – 14:00 ანაზღაურება: 3 000 – 4 000 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად) გამოსაცდელი პერიოდი: 1-6 თვე დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 591 95 61 15 . ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "სერვისის ჯგუფის ხელმძღვანელი- ბათუმი".