სერვისის მენეჯერი
Job description
"შატო ყირამალა ლაგოდეხი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ლაგოდეხი ლაგოდეხის ულამაზეს ბუნებაში მდებარე ტურისტული სივრცე "შატო ყირამალა ლაგოდეხი" ეძებს მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და ენერგიულ ადამიანს, რომლებიც სტუმართმოყვარეობის სფეროში განვითარებას ისურვებენ. "შატო ყირამალა" ქმნის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს და მომხმარებელს სთავაზობს ულამაზეს ბუნებაში დასვენების შესაძლებლობას. კომპლექსი მოიცავს: 10 კომფორტულ კოტეჯს, ღია კაფეს, რესტორანს, საცურაო აუზს, მცირე ტბას, მარანს და ვენახს. ჩვენი მიზანია სტუმრებს შევთავაზოთ თბილი გარემო, ხარისხიანი მომსახურება, კომფორტული დასვენება და ბუნებაში განტვირთვა. თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, ორგანიზებული მუშაობა და გსურთ გამოცდილების მიღება სტუმართმოყვარეობის სფეროში, შემოგვიერთდით. სერვისის მენეჯერი პასუხისმგებელია რესტორნისა და კოტეჯების ოპერაციულ მართვაზე. მისი მთავარი ამოცანაა: მომსახურების ხარისხის კონტროლი, გუნდის მართვა და ობიექტის გამართული ფუნქციონირება. სერვისის მენეჯერის ძირითადი მოვალეობები: რესტორნის და კომპლექსის ყოველდღიური ოპერაციების მართვა სტუმრების მომსახურების ხარისხის კონტროლი პერსონალის მართვა და სამუშაო პროცესების ორგანიზება რესტორნის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა სტუმრების მიღება და კომუნიკაცია პრობლემების ოპერატიული გადაწყვეტა სამუშაო პროცესების გაუმჯობესება და განვითარება საკვალიფიკაციო მოთხოვნები აუცილებელია გამოცდილება რესტორნის მენეჯმენტში ძლიერი ორგანიზაციული და მენეჯერული უნარები პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა სტუმართმოყვარეობის პროტოკოლის ცოდნა მომსახურებისა და კომუნიკაციის კარგი უნარები უცხო ენები: ინგლისური და რუსული საკომუნიკაციო დონეზე ჩვენ გთავაზობთ: სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: ფიქსირებული 2500 ლარი + ბონუსი საცხოვრებელი და კვება: უზრუნველყოფილი დამსაქმებლის მიერ დამატებითი ბენეფიტები: თანამშრომლებისთვის განკუთვნილი სპეციალური შეთავაზებები ულიმიტო სასაუბრო დრო დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე WhatsApp-ში: +995 599 208 202 ობიექტის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს Facebook-ზე - https://www.facebook.com/ChateauKiramala ბოლო ვადა: 09 ივლისი, 2026.