---
title: "სერვისის მენეჯერი"
description: "ვეძებთ სერვისის მენეჯერს ქართული რესტორნისთვის. ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული რესტორანი ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ და გამოცდილ სერვის მენეჯერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და უზრ"
---

# სერვისის მენეჯერი

**Location:** Tbilisi, Georgia  
**Posted:** 2026-11-23  
**Apply by:** 2026-12-23

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=770039)

## Job description

ვეძებთ სერვისის მენეჯერს ქართული რესტორნისთვის. ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული რესტორანი ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ და გამოცდილ სერვის მენეჯერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს სტუმრებისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების გაწევას. ძირითადი მოვალეობები:
• სერვისის გუნდის (მიმტანები, ჰოსტესები, ბარმენები) მუშაობის კოორდინაცია, მართვა და მოტივირება;
• მომსახურების სტანდარტების დაცვის კონტროლი და სტუმრების კმაყოფილების უზრუნველყოფა;
• ახალი თანამშრომლების შერჩევაში მონაწილეობა, მათი ტრენინგი და ადაპტაციის პროცესის მართვა;
• სამუშაო გრაფიკების (ცვლების) დაგეგმვა და რეპორტინგი;
• სტუმრებთან კომუნიკაცია, უკუკავშირის მიღება და პრობლემური სიტუაციების ოპერატიულად მოგვარება;
• რესტორნის დარბაზის გამართული მუშაობისა და სისუფთავის კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• სარესტორნო სფეროში მენეჯერულ ან ცვლის უფროსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
• გუნდის მართვის, ლიდერობისა და მოტივირების უნარი;
• ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა (სხვა უცხო ენა ჩაითვლება უპირატესობად);
• სტრესულ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
• შესანიშნავი კომუნიკაციისა და კონფლიქტების დარეგულირების უნარები;
• სარესტორნო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება. რას გთავაზობთ:
• კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციიდან გამომდინარე);
• პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
• მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
• კვებით უზრუნველყოფას. როგორ მოგვმართოთ: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: alekogrigalashvili@gmail.com . სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ "სერვის მენეჯერი". ⬅︎

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
