სერვისის ოპერატორი
Job description
კომპანია „ბეკო“ საქართველოს ბაზარზე წლებია ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 98-სავაჭრო წერტილს აერთიანებს . კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე, ინოვაციური ტექნიკა, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და სტრატეგია - ცვლილება უკეთესობისკენ! კომპანია " ბეკო " აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სერვისის ოპერატორი ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ფარსადანის 5; სამუშაო საათები: ორშაბათი - აპრასკევი 10:00-18:00 სთ, შაბათი 10:00-15:30 სთ ანაზღაურება: 1800 ლარი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საყოფაცხოვრებო ტექნიკის სერვისცენტრში აღნიშნულ პოზიციაზე ; ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე, თურქული ენის ცოდნა B2 დონეზე ჩაითვლება პრიორიტეტად; 1C ERP მუშაობის გამოცდილება; საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Power Point, Excel, Internet, Ms.Office) ცოდნა მართვის მოწმობა B კატეგორია (სავალდებულოა) ძირითადი მოვალეობები: სერვისში შემომავალი ზარების პასუხი და შესაბამისი რეაგირების მოხდენა; მომხმარებლების მომსახურეობასთან დაკავშირებული ქვითრების პროგრამაში გახსნა; გაუქმებული და სახელოსნოში მყოფი ქვითრების პერიოდული შემოწმება, რაოდენობრივი ანალიზი და უშუალო ხელმძრვანელის სისტემატიური ინფორმირება; ტექნიკური პერსონალისთვის მომსახურეობის ქვითრების გადაცემა და შესაბამისი სათადარიგო ნაწილების პროგრამულად გაწერა ; სათადარიგო ნაწილების მომხმარებლებზე რეალიზაცია; სერვისის მენეჯერისთვის დეტალური რეპორტის მიწოდება მომხმარებლებისთვის გაწეული მომსახურეობების შესახებ წინასწარ განსაზღვრული დროის მონაკვეთში; დამატებითი უნარები: დროის ეფექტურად მართვის უნარი ეფექტური კომუნიკაციის უნარი დეტალებზე ორიენტირებულობა დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადააგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინდივიდუალურ გასაუბრებას გაცნობებთ: თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა/CV), “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველ პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნეს განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV), შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით.თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მისი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონით განსაზღვრული უფლებების გამოხორციელებისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] . ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV) გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულზე.