---
title: სერვისის სპეციალისტი at STREAM
description: ვაცხადებთ ვაკანსიას სერვისის სპეციალისტის პოზიციაზე კომპანია "ელტეგისთვის" ( www.elteg.ge ). კომპანია 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მომხმარებელს სთავაზობს ლიფტების, ესკალატორებისა და პარკინგის
---

# სერვისის სპეციალისტი

**Company:** STREAM  
**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-09-19  
**Apply by:** 2026-10-03

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=754349)

## Job description

ვაცხადებთ ვაკანსიას სერვისის სპეციალისტის პოზიციაზე კომპანია "ელტეგისთვის" ( www.elteg.ge ). კომპანია 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მომხმარებელს სთავაზობს ლიფტების, ესკალატორებისა და პარკინგის სისტემების ფართო სპექტრის მიწოდება-მონტაჟსა და შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას. 2012 წლიდან Kleemann-ის ავტორიზებული დისტრიბუტორი. ამჟამად ასევე Hitachi-ს ავტორიზებული წარმომადგენელი საქართველოში. პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი გამოცდილების სპეციალისტს, რომელიც მზად იქნება, პროფესიონალური მომსახურება გაუწიოს მომხმარებელს, დროულად დაადგინოს და აღმოფხვრას შეფერხების მიზეზები. პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. წამებულის 44 ** სამუშაო განაკვეთი: სრული ** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (ანაზღაურების და ბონუსების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე) ძირითადი მოვალეობები: ** დანადგარების გეგმური და ავარიული ტექნიკური მომსახურება, დიაგნოსტიკა, შეკეთება და საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული დეტალების ჩანაცვლება; ** დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის რეგულარული შემოწმება, პოტენციური ხარვეზებისა და რისკების იდენტიფიცირება და მათი დროული აღმოფხვრა; ** ავარიულ შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირება, დაზიანების მიზეზების ანალიზი და განმეორების პრევენციისთვის შესაბამისი ღონისძიებების შეთავაზება; ** ახალი ობიექტების დანადგარების ტექნიკური შემოწმება და სერვისზე გადმობარების პროცესში მონაწილეობა; ** სათადარიგო ნაწილებზე ტექნიკური საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი მოთხოვნების მომზადება და მათი სპეციფიკაციების, ზომების, ტექნიკური პარამეტრებისა და ვიზუალური მასალის ზუსტად დოკუმენტირება; ** შესრულებული სამუშაოების შესახებ სერვის-რეპორტების, აქტებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის დროული და სრულყოფილი წარმოება; ** ლიფტის შახტებისა და ტექნიკური სივრცეების უსაფრთხო და მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა, ასევე შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და მწარმოებლის ინსტრუქციების დაცვა. ძირითადი მოთხოვნები: ** ტექნიკური მიმართულებით შესაბამისი გამოცდილება; ** ელექტრიკოსად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და შესაბამისი ტექნიკური ცოდნა; ** მექანიკური სისტემებისა და დანადგარების ტექნიკური მომსახურების გამოცდილება; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა; ** სასურველია უცხო ენების ცოდნა. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 3 ოქტომბრისა . გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM ( stream.com.ge )-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.

```json
{"@context":"https://schema.org/","@type":"JobPosting","title":"სერვისის სპეციალისტი","description":"<p>ვაცხადებთ ვაკანსიას სერვისის სპეციალისტის პოზიციაზე კომპანია \"ელტეგისთვის\" ( www.elteg.ge ). კომპანია 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მომხმარებელს სთავაზობს ლიფტების, ესკალატორებისა და პარკინგის სისტემების ფართო სპექტრის მიწოდება-მონტაჟსა და შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას. 2012 წლიდან Kleemann-ის ავტორიზებული დისტრიბუტორი. ამჟამად ასევე Hitachi-ს ავტორიზებული წარმომადგენელი საქართველოში. პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი გამოცდილების სპეციალისტს, რომელიც მზად იქნება, პროფესიონალური მომსახურება გაუწიოს მომხმარებელს, დროულად დაადგინოს და აღმოფხვრას შეფერხების მიზეზები. პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. წამებულის 44 ** სამუშაო განაკვეთი: სრული ** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (ანაზღაურების და ბონუსების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე) ძირითადი მოვალეობები: ** დანადგარების გეგმური და ავარიული ტექნიკური მომსახურება, დიაგნოსტიკა, შეკეთება და საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული დეტალების ჩანაცვლება; ** დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის რეგულარული შემოწმება, პოტენციური ხარვეზებისა და რისკების იდენტიფიცირება და მათი დროული აღმოფხვრა; ** ავარიულ შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირება, დაზიანების მიზეზების ანალიზი და განმეორების პრევენციისთვის შესაბამისი ღონისძიებების შეთავაზება; ** ახალი ობიექტების დანადგარების ტექნიკური შემოწმება და სერვისზე გადმობარების პროცესში მონაწილეობა; ** სათადარიგო ნაწილებზე ტექნიკური საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი მოთხოვნების მომზადება და მათი სპეციფიკაციების, ზომების, ტექნიკური პარამეტრებისა და ვიზუალური მასალის ზუსტად დოკუმენტირება; ** შესრულებული სამუშაოების შესახებ სერვის-რეპორტების, აქტებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის დროული და სრულყოფილი წარმოება; ** ლიფტის შახტებისა და ტექნიკური სივრცეების უსაფრთხო და მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა, ასევე შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და მწარმოებლის ინსტრუქციების დაცვა. ძირითადი მოთხოვნები: ** ტექნიკური მიმართულებით შესაბამისი გამოცდილება; ** ელექტრიკოსად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და შესაბამისი ტექნიკური ცოდნა; ** მექანიკური სისტემებისა და დანადგარების ტექნიკური მომსახურების გამოცდილება; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა; ** სასურველია უცხო ენების ცოდნა. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 3 ოქტომბრისა . გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM ( stream.com.ge )-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.</p>","identifier":{"@type":"PropertyValue","name":"TechGeo","value":"754349"},"url":"https://techgeo.ge/job/servisis-spetsialisti-45c4ff9","jobLocation":{"@type":"Place","address":{"@type":"PostalAddress","addressLocality":"Georgia","addressCountry":"GE"}},"hiringOrganization":{"@type":"Organization","name":"STREAM"},"directApply":false,"datePosted":"2026-09-19","validThrough":"2026-10-03T23:59:59+04:00"}
```
