სერვისის სპეციალისტი
Job description
შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სერვისის სპეციალისტის თანამდებობაზე თბილისში. ძირითადი მოვალეობები: ტექნიკური ხარვეზების მქონე სწრაფი ჩარიცხვის აპარატისა და მისი დეტალების შეკეთება (დაშლა, აწყობა, გამართვა). სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** კომპიუტერულ ტექნიკასთან ან/და ციფრულ ელექტრო-ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია შეხება ჰქონდეს ხელსაწყოებთან (ელექტრო ბურღი, კუთხოვანას საჭრელი, პერფერატორი); ** სასურველია მსგავს პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება. აუცილებელი ცოდნა და უნარები: ** კარგი ფიზიკური მომზადება; ** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და შრომისმოყვარეობა; ** გუნდური მუშაობისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი. ხელფასი: ხელზე ასაღები 1600 ლარი სამუშაო დრო: კვირაში არაუმეტეს 40 საათისა; ორშაბათი-პარასკევი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: [email protected] 2026 წლის 20 ივნისამდე (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).