TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სერვისის თანამშრომელი

სერვისის თანამშრომელი

გორგია თბილისი ქართული
Posted Jul 22, 2026 14h ago apply by Aug 20, 2026

Job description

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი " გორგია " აცხადებს ვაკანსიას სერვისის თანამშრომლის პოზიციაზე, თბილისში. მე, გიორგი გოგობერიძე, კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვმუშაობ გორგიაში 2013 წლიდან, ვაცხადებ ვაკანსიას სერვისის თანამშრომლის პოზიციაზე კორპორატიულ დეპარტამენტში. შერჩეულ კანდიდატს გამოსაცდელ პერიოდში შევასწავლი 1C პროგრამაში პროგრამული ოპერაციების განხორციელებას, სერვისის მიმართულებით საქმიანობის ძირითად პრინციპებს, სამომავლოდ, გაყიდვების სპეციფიკას, პერიოდული რეპორტინგის წარმოებას. კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას; კვებას; Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: მომხმარებელის მომსახურება კომპანიაში არსებული სტანდარტების დაცვით; შეძენილი პროდუქციის დროული აგროვება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის/ლოგისტიკისთვის მიწოდება; აგროვებული პროდუქციის შესაბამისი გასავლის დოკუმენტის გაკეთება პროგრამულად; აგროვებული პროდუქციის სიზუსტის მონიტორინგი და ადრესატამდე მიწოდების პროცესში უშუალო ჩართულობა პროდუქციით სატრანსპორტო საშუალების დატვირთვის გათვალისწინებით; დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების/აქციების განხორციელება. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სრული ზოგადი განათლება; სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; საოფისე პროგრამების ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ორგანიზებულობა; კომუნიკაბელურობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; გუნდურად მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით. გისურვებთ წარმატებას!