TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სესხის ოფიცერი

სესხის ოფიცერი

Posted Jun 30, 2026 2 days ago apply by Jul 29, 2026

Job description

საფინანსო ორგანიზაცია შპს „ სესხის გამცემი სუბიექტი უნივერსალი “ აცხადებს ვაკანსიას ,, სესხის ოფიცრის “ თანამდებობაზე. სამუშაოს გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. დასვენების დღეები - შაბათი, კვირა და ყველა უქმე დღე. ლოკაცია: ბათუმი ანაზღაურება: ფიქსირებული 950 ლარი + ბონუსი ჩვენ გთავაზობთ: კომფორტულ სამუშაო გარემოს; კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობას; ჯანმრთელობის დაზღვევას; ულიმიტო სატელეფონო სასაუბრო დროს; ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება საფინანსო,საბანკო ან მომიჯნავე მიმართულებით; ამავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; მოლაპარაკების და გაყიდვების უნარები; ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები: ახალი კლიენტების მოძიება და მათთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა; კლიენტების საკრედიტო განაცხადების მიღება/დამუშავება; სესხის ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმების პროცესის უზრუნველყოფა; სესხის გაცემის პროცესის ორგანიზება და მართვა; სასესხო პორტფელის მუდმივი მონიტორინგი და ეფექტური მართვა; პიროვნული თვისებები და მახასიათებლები: ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; თავაზიანი და კომუნიკაბელური; დისციპლინირებული და პუნქტუალური; პასუხისმგებლიანი და შედეგებზე ორიენტირებული; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ,,სესხის ოფიცერი“. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება საკრედიტო საქმიანობის სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით! წარმატებებს გისურვებთ!