TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სესხის ოფიცრის ანაზღაურებადი სტაჟირება

სესხის ოფიცრის ანაზღაურებადი სტაჟირება

კრედო ბანკი ზუგდიდი ქართული
Posted Jul 04, 2026 1 day ago apply by Jul 24, 2026

Job description

კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სესხის ოფიცრის ანაზღაურებადი სტაჟირება სამეგრელოს რეგიონში კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი. კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს. საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია. #ჩვენვქმნითშესაძლებლობებს #ჩვენიძალაგუნდურობაშია ჩვენ გთავაზობთ: პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს; სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს; პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს; კორპორატიულ ღონისძიებებს; ჯანმრთელობის დაზღვევას; წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას. გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს. რას მოიცავს სტაჟირების პროგრამა: პროცესის ხანგრძლივობა: 8-12 კვირა; თეორიული ტრენინგი-1 თვე; პრაქტიკული სწავლება ფილიალში - მინიმუმ 1 თვე; პრაქტიკული სწავლება მოიცავს სესხის ოფიცრის ფუნქციების სრულ ციკლს: ახალი მომხმარებლების მოზიდვა, პორტფელის ზრდასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა; სესხის სრული ციკლის მართვა: კონსულტაციის გაწევა, მომხმარებელთან ადგილზე ვიზიტი, ფინანსური ანალიზი, შეფასება, საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა, გაცემა; სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი და ვადაგადაცილებული სესხების მართვა; არასაკრედიტო პროდუქტების ჯვარედინი გაყიდვები; სავალდებულო გამოცდები; პროგრამა ანაზღაურებადია . პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა შესაძლებლობა მუშაობა განაგრძოს სესხის ოფიცრის პოზიციაზე. ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები: სასურველია უმაღლესი განათლება; საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel); ქართულ ენაზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგებლობის აღების უნარი; ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა; გუნდურად მუშაობის უნარი; დინამიურ სამუშაო გარემოში სწრაფად ადაპტაციის უნარი; განცხადების მიღების ბოლო ვადაა : 24 ივლისი, 2026 წელი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით. შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად! შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. #გახდიკრედოელი