TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სესხის ოფიცრის ანაზღაურებადი სტაჟირება

სესხის ოფიცრის ანაზღაურებადი სტაჟირება

კრედო ბანკი ახალქალაქი hr.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 19h ago apply by Jul 23, 2026

Job description

კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სესხის ოფიცრის ანაზღაურებადი სტაჟირება ახალქალაქში დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი თანამდებობა: ანაზღაურებადი სტაჟირება საკრედიტო მიმართულებით სამუშაო ადგილი: ახალქალაქი კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 95 ფილიალით არის წარმოდგენილი. კრედო ბანკის მისიაა ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს” #ჩვენვქმნითშესაძლებლობებს ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა #ჩვენიძალაგუნდურობაშია რას მოიცავს სტაჟირების პროგრამა: პროცესის ხანგრძლივობა: 8-12 კვირა; თეორიული ტრენინგი-1 თვე; პრაქტიკული სწავლება ფილიალში - მინიმუმ 1 თვე; პრაქტიკული სწავლება მოიცავს სესხის ოფიცრის ფუნქციების სრულ ციკლს: ახალი მომხმარებლების მოზიდვა, პორტფელის ზრდასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა; სესხის სრული ციკლის მართვა: კონსულტაციის გაწევა, მომხმარებელთან ადგილზე ვიზიტი, ფინანსური ანალიზი, შეფასება, საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა, გაცემა; სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი და ვადაგადაცილებული სესხების მართვა; არასაკრედიტო პროდუქტების ჯვარედინი გაყიდვები; სავალდებულო გამოცდები; პროგრამა ანაზღაურებადია პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა შესაძლებლობა მუშაოაბ განაგრძოს სესხის ოფიცრის პოზიციაზე. ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები: სასურველია უმაღლესი განათლება; საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel); ქართულ ენაზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგებლობის აღების უნარი; ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა; გუნდურად მუშაობის უნარი; დინამიურ სამუშაო გარემოში სწრაფად ადაპტაციის უნარი; შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად! #გახდიკრედოელი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით. განცხადების მიღების ვადა: 23 ივლისი, 2026 წ.