TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / შეხვედრა - როგორ შევქმნათ ღირსეული სამუშაო გარემო

შეხვედრა - როგორ შევქმნათ ღირსეული სამუშაო გარემო

UN Women Georgia ქართული
Posted Jul 24, 2026 13h ago apply by Aug 10, 2026

Job description

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ბათუმში მოქმედი კერძო კომპანიების წარმომადგენლებს იწვევს სამუშაო შეხვედრაზე — "თანასწორობიდან ინკლუზიურობამდე: როგორ შევქმნათ ღირსეული სამუშაო გარემო?" შეხვედრაზე ვისაუბრებთ თანასწორი და ინკლუზიური სამუშაო გარემოს მნიშვნელობაზე, გავეცნობით წარმატებულ ბიზნეს პრაქტიკებს და ჯგუფური მუშაობის ფორმატში განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელთა განხორციელებაც კომპანიებს შეუძლიათ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. თარიღი: 9 სექტემბერი 2026 დრო: 10:00-17:15 ადგილი: ბათუმი. შეხვედრის ადგილის და დღის წესრიგის შესახებ დეტალები შერჩეულ მონაწილეებს ეცნობებათ დამატებით. სამუშაო ენა: ქართული მონაწილეობა თავისუფალია. გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 10 აგვისტომდე : https://forms.gle/XuzBbwa4JNciZZMR7 შერჩეულ მონაწილეებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია დაუკავშირდება 10 აგვისტოს კვირაში.