შეკვეთების ადმინისტრატორი
Job description
იაპონური რესტორანი " Wasabi-ვასაბი " აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების ადმინისტრატორის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პუნქტუალურობა, ენერგიულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა გამოცდილების არ მქონე პირებისთვის განიხილება ადგილზე შესწავლა და წარმატებულად თავის გართმევის შემთხვევაში დასაქმება. მოვალეობები: ** ვოლტის აპლიკაციიდან შეკვეთების მიღება და პროგრამაში დადასტურება. ** მიღებული შეკვეთების დამზადების დროის კონტროლი, შეფუთვა და კურიერისთვის გადაცემა. ** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან კომუნიკაცია შეკვეთასთან დაკავშირებით. ** ამ სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება. კომპანია გთავაზობთ: მეგობრულ გუნდში მუშაობას, განვითარების პერსპექტივას, კვებას, სახლამდე ტრანსპორტირებას. გრაფიკი: 12:00-22:45. 2/2-ზე ხელფასი: 75 ლარი სამუშაო დღე. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ СV ფოტოსურათით მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე [email protected] და გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გისურვებთ წარმატებას!