შეკვეთების კომპლექტაციის უფროსი სპეციალისტი
Job description
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე. ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების კომპლექტაციის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე დიღმის ფილიალში. ძირითადი მოვალეობები: შეკვეთების გასაცემად მომზადება შეასაბამისი დოკუმენტის საფუძველზე; კომპლექტაციის თანამშრომლების მუშაობის/დროული შეგროვების კონტროლი; შეკვეთის საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხოების სამსახურთან ერთად მითვლა; შეკვეთის გამზადების პროცესში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში განყოფილებასთან (კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტთან; ინტერნეტ მაღაზიასთან; დარბაზის ადმინისტრატორთან; კლიენთა მომსახურების განყოფილებასთან) და შემდგომ შესაბამისი მითითებების შესრულება; მტვირთავებისთვის დავალებების გადანაწილება; უშუალო ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება; პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება; დეტალებზე ორიენტირება; პუნქტუალურობა; დისციპლინირებულობა; კომუნიკაბელურობა; გუნდური მუშაობის უნარი; პირობები: სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირა ანაზღაურება: 1400 ლარი + ბონუსი სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო). FitPass; კვება; უფასო ტრანსპორტირება; თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე [email protected] ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით. გისურვებთ წარმატებებს! ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/KCpLtbud