შეკვეთების მართვის სპეციალისტი
Job description
კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ასევე, კომპანია ოპერირებს წარმოების მიმართულებითაც. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.thermocenter.ge შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: შრომის ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები) დამატებითი სარგებელი: ** FitPass ** ჯანმრთელობის დაზღვევა დასაქმების პირველივე დღიდან ** კვება სამუშაო ადგილი: თბილისი, აფრიკის დასახლება, ქინძმარაულის ქ #15 უშუალო დაქვემდებარება: წარმოების ხელმძღვანელი გრაფიკი: კვირაში 5 დღე, კვირაში არაუმეტეს 40 სთ. საგამოცდო ვადა: 6 თვე სამუშაო გამოცდილება: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** საბუღალტრო/საოპერაციო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება FINA-ში მუშაობის გამოცდილებას). ფუნქცია-მოვალეობები: ** სამღებროში შემოსული შეკვეთების მართვა და მათი პროგრამული აღრიცხვა; ** სამღებროში არსებული დოკუმენტბრუნვის წარმოება და კონტროლი; ** შეკვეთების გადამოწმება, შეკვეთების სტატუსების მონიტორინგი, ვადების კონტროლი; ** პერიოდული ინვენტარიზაცია; ** საკუთარი მაღაზიების და გარე შეკვეთებზე მიმდინარე ინფორმაციის გაცემა; ** სააღრიცხვო პროგრამაში ზედნადებების ატვირთვა და დადასტურება; ** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "შეკვეთების მართვის სპეციალისტი". აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.