შემომყვანი ტურიზმის კონსულტანტი
Job description
კომპანია Bound Solutions პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს შემდეგ ვაკანსიას: Advantour არის საერთაშორისო ტურისტული კომპანია, რომელიც 20 წელზე მეტია მომხმარებლებს სთავაზობს ტურისტულ მომსახურებას სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. კომპანია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელიც საერთაშორისო მოგზაურებს გაუწევს კონსულტაციას და უზრუნველყოფს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მოგზაურობის დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესს. პოზიცია: შემომყვანი ტურიზმის კონსულტანტი გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00:18:00) მდებარეობა: თბილისი, ვაკე (ზ.ფალიაშვილის ქუჩა) ძირითადი მოვალეობები ტურისტების მოთხოვნებზე დროული და პროფესიონალური რეაგირება; საერთაშორისო კლიენტებთან ინგლისურ ენაზე საქმიანი მიმოწერის წარმოება; ინდივიდუალური და ჯგუფური ტურისტული მარშრუტების (იტინერარების) მომზადება; ტურისტული პაკეტების ღირებულების გაანგარიშება და კომერციული შეთავაზებების მომზადება; ადგილობრივ პარტნიორებთან (სასტუმროები, მძღოლები, გიდები, რესტორნები, ღვინის მარნები და სხვა მომსახურების მომწოდებლები) ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ინგლისური ენის მაღალ დონეზე (C1) ფლობა, როგორც წერილობით, ასევე ზეპირ კომუნიკაციაში; ქართული, რუსული, ესპანური ან იტალიური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; კომპიუტერული პროგრამების ეფექტურად გამოყენების უნარი; საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და ტურისტული ღირსშესანიშნაობების კარგი ცოდნა; უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი წერილობითი კომუნიკაციის გამოცდილება; მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ტურიზმის, სტუმარმასპინძლობის, ლოჯისტიკის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.)