TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / შეფ-კონდიტერი

შეფ-კონდიტერი

tiflis-palace Georgia ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 02, 2026

Job description

შპს " გლორია " მართავს ორ სასტუმროს — "ტიფლის პალასს", რომელიც გახლავთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო (მდებარეობს ძველ თბილისში და მოიცავს 43 ნომერსა და რესტორან "ტიფლის ვერანდას") და "Grand Gloria"-ს — 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, რომელიც მდებარეობს ბულვარის პირველ ზოლში და მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრსა და რესტორანს. კომპანია უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით. შპს "გლორია" აცხადებს ვაკანსიას შეფ-კონდიტერის პოზიციაზე. მდებარეობა: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. 3 დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი (კვირაში 5 დღე) ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კვებით უზრუნველყოფას. ფუნქცია-მოვალეობები: ** შეკვეთის გაცნობა და არსებული ასორტიმენტის მიხედვით საკონდიტრო ნაწარმის გამოცხობა/მომზადება; ** საკონდიტრო საცხობის დეპარტამენტის ფუნქციონირების, დალაგებისა და წარმოების ეფექტიანობის მონიტორინგი; ** გამოსაყენებელი საკვები პროდუქტის მაღალი სტანდარტების შენარჩუნება (ხარისხისა და საკვები პროდუქტების ვარგისიანობის კონტროლი); ** ყველა განრიგის, წესისა და პროცედურის დაცვა (მაგ.: სისუფთავის, HACCP-ის სტანდარტები და ა. შ.). მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 2 აგვისტო . დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — "შეფ-კონდიტერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. შპს "გლორია" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში — "კანონი") მიზნებისთვის. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით — თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნეს მაქსიმუმ 6 თვის ვადით, რაც გონივრულ ვადას წარმოადგენს შპს "გლორია"-ს (სარეგისტრაციო ნომერი: 404379338; საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 02 45; მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N3; ელ. ფოსტა: [email protected]) (შემდგომში — "კომპანია") საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. დამატებით, აგრეთვე მოგახსენებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა "კომპანიის" ელ. ფოსტაზე დაკავშირების ან წერილობითი მომართვის გზით. გაცნობებთ, რომ მოცემული თანხმობის გამოხმობა შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას. მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!