TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / შეფ-მზარეული

შეფ-მზარეული

FitMeal თბილისი ქართული
Posted Jul 29, 2026 5 days ago apply by Aug 27, 2026

Job description

ჯანსაღი კვების კომპანია , ,ფიტ მილი“ აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი - თბილისი, გაზაფხულის 13 სამუშაო განაკვეთი - სრული ანაზღაურება - 3500 ლარი ძირითადი მოვალეობები: სამზარეულოს საქმიანობის ზოგადი გეგმის შემუშავება; სამზარეულოს პერსონალის შერჩევა; სამზარეულოს პერსონალის საქმიანობის ანალიზი, მათი ფუნქციების განსაზღვრა, დავალებებისა და პასუხისმგებლობის განაწილება; სამზარეულოს პერსონალის ცვლებში მუშაობის საერთო წესის განსაზღვრა; კერძების მომზადება, გაფორმება; კერძების/პროდუქტების ხარისხის შემოწმება; უხარისხო პროდუქტის აღრიცხვა/ ჩამოწერების წარმოება/კონტროლი; ყოველდღიური მენიუს ანალიზი; შეკვეთების განხილვა, კონტროლი; მიზანპლასების მომზადება; რეცეპტების შემუშავება, მენიუს თითოეული კერძის დამზადების ტექნოლოგიის ჩათვლით; ინვენტარიზაცია; პროდუქტების შეკვეთა მომწოდებლებთან; პროდუქტების შენახვა; სათავსოების, საცავების დალაგების, ტექნიკისა და მოწყობილობების გაწმენდის კონტროლი; ჭურჭლის, სამუშაო ინვენტარისა და მოწყობილობების რეცხვის ყოველდღიური კონტროლი; სამზარეულოს პროდუქციის გამოსავლიანობის ანალიზი; სამზარეულოში ჰიგიენის წესების დაცვის კონტროლი; სამზარეულოს საქმიანობის ხარისხის კონტროლი. სამზარეულოს მოწყობილობისა და ტექნიკის ყოველდღიური მოვლისა და აგრეთვე პროდუქტების შენახვის სპეციალური გეგმის შედგენა; სამზარეულოს დანადგარებისა და ტექნოლოგიის, უმი პროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, საკვებისა და სასმელების მოწყობილობის შერჩევა/შეძენა; საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები: სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება/აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბრენდ-შეფის ან აღმასრულებელი შეფ-მზარეულის პოზიციაზე; პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით; HACCP-ის სტანდარტების ცოდნა; ძლიერი ლიდერული, ორგანიზაციული და კომუნიკაციური უნარები დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.