TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / შეფ-მზარეული

შეფ-მზარეული

Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

კვების კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: შეფ-მზარეული - საოფისე და კორპორატიული კვების მიმართულებით. მთავარი გამოწვევებია დიდი მოცულობით წარმოება, სტაბილური ხარისხი, დროული მიწოდება და ყოველდღიურად ცვალებადი მენიუ. ძირითადი მოთხოვნები შეფ-მზარეულის პოზიციაზე: ** აუცილებელია მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება კორპორატიულ კვებაში, საწარმოო სამზარეულოში, კეიტერინგში ან საოფისე ლანჩების მიმართულებით. ** დიდი მოცულობის წარმოების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება (100+ პორცია დღეში ჩაითვლება უპირატესობად). ** მენიუს შექმნისა და სეზონურად განახლების გამოცდილება. ** კერძების ხარისხისა და გემოს სტაბილურობის უზრუნველყოფის უნარი. ** პროდუქტის დანახარჯებისა და Food Cost-ის ეფექტურად მართვის გამოცდილება. ** სამზარეულოს გუნდის მართვის, გადანაწილებისა და თანამშრომლების გადამზადების გამოცდილება. ** სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და HACCP-ის სტანდარტების ცოდნა და დაცვა. ** ნედლეულის მიღების, შენახვისა და მარაგების კონტროლის გამოცდილება. ** სწრაფ გარემოში მუშაობისა და პროცესების ეფექტურად ორგანიზების უნარი. ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. უპირატესობად ჩაითვლება: ** კორპორატიული კვების ან ლანჩბოქსების პროექტებში მუშაობის გამოცდილება. ** თანამედროვე ქართული და ევროპული სამზარეულოს ცოდნა. ** დიეტური, ვეგეტარიანული და ჯანსაღი მენიუს შექმნის გამოცდილება. ** სამზარეულოს პროცესების ოპტიმიზაციისა და ახალი პროდუქტების დანერგვის გამოცდილება. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა: კორპორატიული კვების, საწარმოო სამზარეულოს ან კეიტერინგის სფეროში მუშაობის რეალურ გამოცდილებას. კანდიდატს უნდა ჰქონდეს დიდი რაოდენობის კერძების ყოველდღიურად მომზადებისა და ხარისხის სტაბილურად შენარჩუნების პრაქტიკული გამოცდილება. დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ CV ამ მისამართზე: [email protected]