TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / შერჩევის ასისტენტი

შერჩევის ასისტენტი

Bank of Georgia Tbilisi, Georgia
Posted Aug 03, 2026 18h ago

Job description

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა. სს ,,საქართველოს ბანკის“ ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას შერჩევის ასისტენტის პოზიციაზე ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: თითოეული ვაკანსიის ფარგლებში შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა; ვაკანსიის განაცხადის განთავსება შესაბამის შიდა/გარე პლატფორმებზე; რეზიუმეების გადარჩევა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით; შესაბამის კანდიდატებთან ინტერვიუების ორგანიზება და შემდგომი ეტაპების დაგეგმვა; კანდიდატების მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება; შერჩევის პროცესში კანდიდატების გამოცდილებაზე ზრუნვა და მუდმივი გაუმჯობესება; კანდიდატთა მოზიდვის მიზნით, სხვადასხვა პროფესიულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართულობა (დასაქმების ფორუმები, უნივერსიტეტების ვორქშოფები და სხვა); გუნდის მიმდინარე პროექტებში აქტიური ჩართულობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; სასურველია ფსიქოლოგიის ან/და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით; სასურველია HR სფეროში მუშაობის გამოცდილება; შერჩევის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ინგლისური ენის ცოდნა. აუცილებელი უნარები: ეფექტური ვერბალური/წერითი კომუნიკაციის უნარი; ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა; დროის ოპტიმალურად მართვის უნარი; პროაქტიულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; გუნდური მუშაობის უნარი. საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე! გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 14 აგვისტომდე.