TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

Georgia ქართული
Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Aug 08, 2026

Job description

საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე თბილისში. პასუხისმგებლობები და ვალდებულებები: ** პროდუქტის უწყვეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სადისტრიბუციო ცენტრში; ** მოთხოვნის პროგნოზირება და მარაგების დაგეგმვა გაყიდვებისა და მოხმარების ტენდენციების საფუძველზე; ** ინვენტარის დონის მონიტორინგი და ოპტიმიზაცია, მიწოდების ვადებისა და მიწოდების ცვალებადობის გათვალისწინებით; ** შეკვეთების ციკლების და მომწოდებლების მიწოდების ვადების კონტროლი; ** ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან ურთიერთობების მართვა; ** მომწოდებლების მუშაობის მონიტორინგი; ** მომწოდებლების პრეტენზიების, შეუსაბამობების და კომპენსაციის პროცესების მართვა; ** მომარაგების რისკების შესამცირებლად ალტერნატიული წყაროების გადაწყვეტილებების შემუშავება; ** შესყიდვების ხარჯების ანალიზი და ოპტიმიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება; ** ხარჯების დაზოგვისა და ხარჯების კონტროლის ინიციატივების განხორციელება; ** ბიუჯეტის მიზნებთან და ფინანსურ გეგმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ** ოპერაციულ, ფინანსურ და კლიენტის მარკეტინგულ გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა; ** პროდუქტის გამოშვებისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერა მიწოდების მზადყოფნის უზრუნველყოფით; ** HACCP, კრიზისული და საგანგებო სიტუაციების გუნდებში აქტიური მონაწილეობა; ** მომარაგების შეფერხებების საგანგებო სიტუაციების გეგმების შემუშავება და შენარჩუნება; ** მარეგულირებელი და სავაჭრო შესაბამისობის მოთხოვნების მონიტორინგი; ** სისტემებში შესყიდვების მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა; ** შესყიდვების KPI-ების და შესრულების მეტრიკის თვალყურის დევნება და ანგარიშგება; ** მონაცემთა ანალიზის გამოყენება გადაწყვეტილების მიღებისა და პროგნოზირების სიზუსტის მხარდასაჭერად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სულ მცირე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების/მიწოდების ჯაჭვის/ლოჯისტიკის სფეროში; ** გამოცდილება FMCG, საკვები, და QSR სფეროში; ** როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მომწოდებლების მართვის გამოცდილება; ** მოთხოვნების პროგნოზირებისა და ინვენტარის მართვის უნარი; ** ხარჯების კონტროლის უნარი; ** მომწოდებლის საქმიანობის მართვის უნარი; ** რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის უნარი; ** სისტემები - ILOS ან მსგავსის ცოდნა; ** ძლიერი ანალიტიკური უნარები (Excel და მონაცემთა ანალიზი); ** იმპორტის პროცესების მართვის ცოდნა და გამოცდილება პიროვნული თვისებები: ** ძლიერი კომუნიკაციის, ანალიტიკისა და კრიტიკული აზროვნების უნარი; ** კლიენტზე ძლიერი ფოკუსი / პრიორიტეტიზაცია; ** გუნდის მართვის და მოტივაციის შესაძლებლობა; ** ინოვაციისა და სიახლეებისკენ სწრაფვა და ოპტიმიზაციის/განახლებების სურვილი; ** სიახლეებისადმი მზაობა და მიმღებლობა; ** პუნქტუალობა, პასუხისმგებლობა და შედეგებზე ორიენტირება; ** გუნდურობა და კომპანიის მიზნების მიღწევისკენ სწრაფვის უნარი და შესაძლებლობა. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; ** მრავალფეროვან სამუშაო გარემოს საერთაშორისო სტანდარტებით; ** პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა ბენეფიტებს კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი".