შესყიდვების მენეჯერი
Job description
საქართველოს სამშენებლო სექტორის ერთ-ერთი წამყვანი ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე Fit-Out-ის მიმართულებით. Fit-Out მიმართულება ჰოლდინგში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სტრატეგიულ მიმართულებას. ამ ეტაპზე ვეძებთ Fit-Out მიმართულებით გამოცდილ შესყიდვების მენეჯერს, რომელიც სათავეში ჩაუდგება ამ მიმართულების განვითარებას, ჩამოაყალიბებს ეფექტიან შესყიდვების პრაქტიკას და შექმნის ძლიერ მომწოდებლების ქსელს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ძირითადი მოვალეობები: ** Fit-Out შესყიდვების სრული ციკლის სტრატეგიული და ოპერაციული მართვა ** საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე მწარმოებლებისა და მომწოდებლების მოძიება, შეფასება და განვითარება ** კომერციული მოლაპარაკებების წარმოება (ფასი, ვადები, პირობები, კონტრაქტები) ** პროექტების შესყიდვების სტრატეგიის განსაზღვრა ბიუჯეტისა და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად ** Value Engineering პროცესებში მონაწილეობა (ალტერნატიული მასალები და გადაწყვეტილებები) ** საერთაშორისო შესყიდვების, იმპორტისა და ლოგისტიკური პროცესების კოორდინაცია ** პროექტის, დიზაინის, საინჟინრო და ფინანსურ გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა ** Fit-Out შესყიდვების პროცესების გაუმჯობესება, სტანდარტიზაცია და განვითარება ** მიმართულების ზრდასთან ერთად გუნდის ფორმირებასა და კოორდინაციაში მონაწილეობა რას ველოდებით თქვენგან? ** უმაღლესი განათლება (სასურველია: ინჟინერია, მშენებლობა, ბიზნეს ადმინისტრირება ან მომიჯნავე სფერო) ** მინიმუმ 3+ წლიანი გამოცდილება შესყიდვების სფეროში, მათ შორის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება Fit-Out / Interior Finishing სფეროში ** Fit-Out მასალების, სისტემებისა და საერთაშორისო ბაზრის სიღრმისეული ცოდნა ** საერთაშორისო მომწოდებლებთან მუშაობისა და კომერციული მოლაპარაკებების გამოცდილება ** ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა (საუბარი და წერითი კომუნიკაცია) რას გთავაზობთ? ** ხელფასი: 3000 - 4000 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად) ** ბონუსი: პროექტის KPI-ების შესრულებიდან გამომდინარე ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 ** პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის რეალური პერსპექტივა როგორ დაგვიკავშირდეთ? დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ბმულზე: https://wkf.ms/4eUHuoc