შესყიდვების მენეჯერი
Job description
კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს: ** საინჟინრო სისტემების პროექტირება. ** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი. ** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება. დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული. "ბაუმერის" გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე - ელექტრობა სუსტი დენების მიმართულებით.. ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები: ** ადგილობრივ მომწოდებლებთან ურთიერთობა; ** შესყიდვების პროცედურების და ზოგადი პოლიტიკის შექმნა, დაგეგმვა და მართვა; ** კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია; ** თანამშრომლებისგან შესყიდვების მოთხოვნის მიღება, დამუშავება, შეძენა და უკუკავშირის მიცემა; ** ადგილობრივ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და პროდუქციის შეძენა საუკეთესო პირობებით; ** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება; ** ფასწარმოქმნის პროცესის კონტროლი; ** მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა; ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (მაიქროსოფთ პროჯექტი, MS Office.). სამუშაო პირობები: ** სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, ორშაბათი/პარასკევი, 10:00-19:00 ან 9:00-18:00 ** გამოცდილება: 1-3 წელი; ** ლოკაცია: თბილისი: მუხრან მაჭავარიანის 65; შემდგომ შესაძლო ოფისის ცვლილებით; ** მივლინების საჭიროება: შესაძლოა ბათუმი ან საქართველოს სხვა ქალაქები; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.