შესყიდვების მენეჯერი
Job description
კომპანია " Urban Horeca Collection " რომელიც მართავს რამდენიმე რესტორანს, ძველი თბილისის რაიონში, აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიონალი და მეგობრული გუნდის წევრობას ამბიციური მიზნებით. ** სამუშაო ოფისის ადგილმდებარეობა: რუსთაველის მეტროსთან, ძმები კაკაბაძეების ქუჩა 3. ** 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი. ** ხელფასი: თვეში 2500-3000 ლარი. ფუნქცია-მოვალეობები: ** არსებულ მომწოდებლებთან კომუნიკაცია და შეკვეთების გაგზავნა; ** ობიექტებზე მიღებული პროდუქციის შედარება Rs.ge-ზე ატვირთულ საბუთებთან; ** მიღებული პროდუქციის ექსელში შეყვანა და რეპორტების გაკეთება; ** შესასყიდი პროდუქციის ფასების კონტროლი და ანალიზი, ახალი მომწოდებლების მოძიება; მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** უმაღლესი განათლება, ინგლისური და რუსული ენის ცოდნა; ** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა. ** ენერგიულობა, პუნქტუალურობა, დეტალებზე დაკვირვება, გუნდური მუშაობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე WhatsApp-ის ნომერზე 595 52 44 77 შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ერთი კვირის ვადაში.