TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / შესყიდვების მენეჯერი

შესყიდვების მენეჯერი

mziuri Georgia ქართული
Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Aug 08, 2026

Job description

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს " მზიური ", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, ჰაგისი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის მომწოდებლებთან რეგულარული წერილობითი თუ ზეპირი ურთიერთობა ** წლიური/ კვარტალური შესყიდვების გეგმის დამუშავება/განახლება კომპანიის გაყიდვების გეგმიდან და დაგეგმილი ტრეიდ-მარკეტინგული აქტივობებიდან გამომდინარე ** მომწოდებლების პორტალზე შეკვეთების განთავსება და შემდგომ მისი დროული მოწოდების უზრუნველყოფა ** კომპანიის და მომწოდებლების მიერ დასახული შესყიდვების გეგმის შესრულება და უზრუნველყოფა ** შესყიდვების რეპორტის წარმოება ** რეგიონების მიხედვით შეკვეთების გადანაწილება გაყიდვების ანალიზიდან და ტრეიდ-მარკეტინგული აქტივობებიდან გამომდინარე ** ყოველდღიური პროდუქციის წვდომის რეპორტის წარმოება ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური და რუსული (აუცილებელი) ენის ცოდნა; ** სავაჭრო ან მსგავს სფეროში სასურველია (არა აუცილებელი) 1 წლიანი გამოცდილება; ** Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა - შეფასდება მარტივი ტესტირებით; ** სასურველია 1C სისტემაში მუშაობის გამოცდილება. სხვა უნარები: ** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი დონე. სამუშაო პირობები: ** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00; ** მის: თბილისი ა.წერეთლის გამზ. 113დ. ** ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად, შეთანხმებით; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** FitPass. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "შესყიდვების მენეჯერი" მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება 1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55. 2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; 3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; 4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ; 5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური; 6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; 7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე; 8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ - ** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; ** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; ** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; ** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; ** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება; ** მონაცემთა გადატანის უფლება; ** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები; ** თანხმობის გამოხმობის უფლება; ** გასაჩივრების უფლება` 9. შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."