TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / შესყიდვების მენეჯერი

შესყიდვების მენეჯერი

Khinkali Collection თბილისი ქართული
Posted Jul 16, 2026 12h ago apply by Aug 14, 2026

Job description

კომპანია "Urban Horeca Collection" რომელიც მართავს რამდენიმე რესტორანს, ძველი თბილისის რაიონში, აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: არსებულ მომწოდებლებთან კომუნიკაცია და შეკვეთების გაგზავნა; ობიექტებზე მიღებული პროდუქციის შედარება Rs.ge-ზე ატვირთულ საბუთებთან; მიღებული პროდუქციის ექსელში შეყვანა და რეპორტების გაკეთება; შესასყიდი პროდუქციის ფასების კონტროლი და ანალიზი, ახალი მომწოდებლების მოძიება; მოთხოვნები: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; უმაღლესი განათლება, ინგლისური და რუსული ენის ცოდნა; საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა. ენერგიულობა, პუნქტუალურობა, დეტალებზე დაკვირვება, გუნდური მუშაობა. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიონალი და მეგობრული გუნდის წევრობას ამბიციური მიზნებით. სამუშაო ოფისის ადგილმდებარეობა: რუსთაველის მეტროსთან, ძმები კაკაბაძეების ქუჩა 3. 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი. ხელფასი: თვეში 2500-3000 ლარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV / რეზიუმე WhatsApp-ის ნომერზე +995 595 52 44 77 მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანიდატებთან დაკავშირება ერთი კვირის ვადაში.