TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / შესყიდვების მენეჯერი

შესყიდვების მენეჯერი

Posted Jul 24, 2026 1 day ago apply by Aug 24, 2026

Job description

შპს " კაპიტელი ქონსთრაქშენი " არის მრავალპროფილური სამშენებლო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო, საპროექტო და საკონსულტაციო მომსახურებებს. კომპანიის ზრდასთან ერთად ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და განვითარებაზე ორიენტირებულ შესყიდვების მენეჯერს , რომელიც უზრუნველყოფს მიმდინარე პროექტებისთვის საჭირო მასალების, ინვენტარისა და მომსახურებების დროულ შესყიდვას და მიწოდებას. ძირითადი მოვალეობები: ** მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესყიდვის მოთხოვნების მიღება და დამუშავება; ** სამშენებლო მასალების, ინვენტარისა და მომსახურებების მომწოდებლების მოძიება; ** მიღებული შეთავაზებების Excel-ში შედარება და ანალიზი; ** მომწოდებლებთან ფასებისა და კომერციული პირობების შეთანხმება; ** შეკვეთების განთავსება და მათი შესრულების კონტროლი; ** მასალებისა და ინვენტარის საწყობში ან პროექტებზე დროული მიწოდების ორგანიზება; ** ობიექტების ხელმძღვანელებთან და კომერციულ გუნდთან კომუნიკაცია; ** მომწოდებლების მონაცემთა ბაზის წარმოება; ** შესყიდვებისა და მომარაგების შესახებ რეპორტინგის წარმოება. მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** MS Excel-ის ცოდნა; ** MS Office-ის ცოდნა; ** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი; ** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი; ** სამუშაო საათები: 10:00-19:00; ** სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით თავხელიძის ქ. №1ა; ** საწყისი ანაზღაურება: 1500 ლარიდან (NET), კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა; ** თანამედროვე და პროფესიონალური სამუშაო გარემო. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: თბილისი, დავით თავხელიძის ქ. №1ა, ოფისი 12, 0179 მობ.: 595774487 CV გამოგვიგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]