---
title: შესყიდვების მენეჯერი
description: საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ლოკაცია: თბილისი, ორთაჭალა; გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 -18:30; ბენეფიტები: კორპორატიული ნომერი, კომპანიის ფასდაკლების 
---

# შესყიდვების მენეჯერი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-11-03  
**Apply by:** 2026-12-03

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=765664)

## Job description

საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ლოკაცია: თბილისი, ორთაჭალა; გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 -18:30; ბენეფიტები: კორპორატიული ნომერი, კომპანიის ფასდაკლების ბარათი. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპანიის სხვადასხვა სამსახურისა და დეპარტამენტის შესყიდვის მოთხოვნების მიღების, ანალიზისა და დამუშავების უზრუნველყოფა; ** შესყიდვის პროცესისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაციის სრული ციკლის მართვა; ** მარაგების მონიტორინგი და შესყიდვების გეგმის შედგენა; ** ბაზრის კვლევა: შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების, ფასებისა და მომწოდებლების ანალიზი; ** ახალი მომწოდებლების მოძიება და მათთან ფასისა და კომერციული პირობების შესახებ მოლაპარაკებების წარმოება; ** ტენდერების ჩატარება; ** კომპანიის ავტოპარკის ადმინისტრაციული საკითხების მართვა; ** გამოუსადეგარი ინვენტარის რეალიზაცია და აუქციონების ჩატარება; ** ინვენტარიზაციის პროცესებში მონაწილეობა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; ** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი კვლევა, განახლება და განვითარება, მომწოდებლების წინასწარი და შემდგომი შეფასების განხორციელება და შესაბამისი ანალიტიკური ანგარიშების მომზადება; ** მომწოდებლებთან კომუნიკაცია; ** გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი; ** დანახარჯების კონტროლი და ოპტიმიზაცია; ** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და სამუშაო პროგრამაში ასახვა; ** ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელისთვის; ** კომპეტენციის ფარგლებში სხვა ტიპის დოკუმენტაციის წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით; ** ძირითადი საოფისე პროგრამების (Mc Excel, Mc Word, Mc PowerPoint, Outlook) ცოდნა; ** სასურველია მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; პიროვნული უნარები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა; ** მოლაპარაკების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ჩვენ გთავაზობთ: ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას. გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancyhr30@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ "შესყიდვების მენეჯერი". აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%93%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
