TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / შესყიდვების მენეჯერი

შესყიდვების მენეჯერი

Posted Jul 21, 2026 16h ago apply by Aug 19, 2026

Job description

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი მიმწოდებელი: სპა ცენტრი სამუშაო განაკვეთი: 10:00 - დან 18:00 - მდე [დასვენების დღეები შაბათი/კვირა] ანაზღაურება: 1800 ლარი [ხელზე ასაღები] ძირითადი მოვალეობები: შესყიდვების სრული ციკლის შეუფერხებლად დაგეგმვა / ორგანიზება; ლოჯისტიკური პროცესების მუდმივი ზედამხედველობა; ბაზრის შესწავლა, მომწოდებლისა და პროდუქციის მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება; მომწოდებლების ბაზრის კვლევა და ალტერნატიული შემოთავაზებების / ახალი პარტნიორების მოძიება; შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია სამედიცინო ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის გამოცდილება; კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; ანალიტიკური აზროვნების უნარი; დამატებითი მოთხოვნები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, დროის ეფექტურად მართვა; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება . თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.