TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Manager / შესყიდვების მენეჯერი

შესყიდვების მენეჯერი

4Hospitals Tbilisi, Georgia
Posted Jul 06, 2026 3h ago

Job description

კომპანიის შესახებ: 4Hospitals სამედიცინო პროდუქციის პროვაიდერი წამყვანი კომპანიაა, რომლის პარტნიორიც საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულებაა. კომპანია 2014 წლიდან ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას პარტნიორი კლინიკებისთვის, ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ დროული და უწყვეტი მომარაგების, მომსახურების სტანდარტისა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაზე. სამუშაოს აღწერილობა: ახალი მომწოდებლების მოძიების უზრუნველყოფა, კომპანიის პრიორიტეტებისა და ინტერესების შესაბამისად; კომპანიის გაყიდვების გეგმების შესრულების ხელშეწყობის მიზნით, მომწოდებლებისგან წარმოებისა და გამოგზავნის საუკეთესო პირობების მიღება, როგორც ფასის, ასევე ლოჯისტიკის ნაწილში; მომწოდებელ კომპანიებთან გრძელვადიანი და მდგრადი ურთიერთობების განვითარება, კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით; პროდუქტების ფასების მუდმივი შედარება კონკურენტებთან, მომწოდებლების რეგულარული მონიტორინგი საუკეთესო ფასის მისაღებად; მოძიებული სარეალიზაციო პროდუქციის ხარისხის კონტროლი; არსებულ მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და ფასების მუდმივი მონიტორინგი, სააქციო პირობის ფარგლებში დამატებითი შეთავაზებების მიღება; შესყიდვის პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და სრული ციკლის კონტროლი; თანმხლები დოკუმენტაციის, ხელშეკრულებებისა და ინვოისების კონტროლი; ადგილობრივი შესყიდვების ორგანიზება და ხარჯების კონტროლი; ყველა სხვა მოვალეობა, რაც დაკავშირებულია უშუალოდ კომპეტენციასთან; პერიოდული რეპორტინგის წარმოება და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; შესყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; სასურველია საერთაშორისო მომწოდებლებთან მუშაობის გამოცდილება; სამედიცინო პროდუქციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; უცხო ენები: ინგლისური/რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა, ხოლო დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; სასურველია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა. სამუშაო ადგილი: თბილისი განაკვეთი: სრული დაქვემდებარება: საოპერაციო დირექტორი თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] "4Hospitals" გისურვებთ წარმატებას!