TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / შესყიდვების მენეჯერი

შესყიდვების მენეჯერი

GOLD PACK თბილისი ქართული
Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Aug 05, 2026

Job description

შპს "გოლდ პაკი" დაარსდა 2010 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა საკვებისა და ინდუსტრიული შესაფუთი მასალის, ასევე ჰიგიენური საშუალებების საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს საქართველოს მასშტაბით და თავის მომხმარებელს სთავაზობს 1500-ზე მეტი დასახელების პროდუქციას. "გოლდ პაკი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაოს აღწერა: არსებულ მომწოდებლებთან პირობების გაუმჯობესება, ახლების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება. სასაქონლო მარაგების ნაშთების კონტროლი და ოპტიმალური რაოდენობების შესყიდვა მიღებული კონსიგნაციების ვადების კონტროლი ბაზარზე არსებული ანალოგიური პროდუქციის ფასების პერიოდული მონიტორინგი სატრანსპორტო კომპანიებთან აქტიური კომუნიკაცია შესყიდული პროდუქციის დროულად და უსაფრთხოდ მისაღებად მოთხოვნები: აუცილებელი კანდიდატი ფლობდეს ინგლისურ ენას მათემატიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად პიროვნული თვისებები და უნარები: ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი ანალიტიკური აზროვნება ორგანიზებული და პუნქტუალური დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - შესყიდვების მენეჯერი.