TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / შესყიდვების მენეჯერი - IT/ტექნოლოგიური მიმართულება

შესყიდვების მენეჯერი - IT/ტექნოლოგიური მიმართულება

IT Connect თბილისი ქართული
Posted Jul 21, 2026 1 day ago apply by Aug 19, 2026

Job description

კომპანია IT Connect აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის (IT/ტექნოლოგიური მიმართულება) პოზიციაზე. გრაფიკი: 5/2, 10:00-19:00 მდებარეობა: თბილისი, ვაკე ძირითადი მოვალეობები: კომპანიის ტექნოლოგიური საჭიროებების შესაბამისად შესყიდვების პროცესის დაგეგმვა და მართვა; ტექნოლოგიური პროდუქტების, პროგრამული უზრუნველყოფის, IT აღჭურვილობისა და სერვისების მომწოდებლების მოძიება და შეფასება; ფასებისა და კომერციული პირობების შესახებ მოლაპარაკებების წარმოება; სატენდერო და შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და ადმინისტრირება; მომწოდებლებთან ხელშეკრულებების მართვა და შესრულების კონტროლი; ბაზრის კვლევა, ფასების ანალიზი და ალტერნატიული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება; შესყიდვების ბიუჯეტის ეფექტიანი მართვა და ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა; შიდა დეპარტამენტებთან კოორდინაცია ტექნოლოგიური მოთხოვნების დაზუსტებისა და შესრულების მიზნით; შესყიდვების პროცესის შესაბამისობის უზრუნველყოფა კომპანიის შიდა პოლიტიკებთან და პროცედურებთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ლოგისტიკის, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მსგავსი მიმართულებით; ტექნოლოგიური ან IT შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; შესყიდვების პროცესების, კონტრაქტებისა და დოკუმენტაციის მართვის გამოცდილება; მომწოდებლებთან მოლაპარაკებებისა და კომერციული პირობების შეთანხმების გამოცდილება; საოფისე პროგრამებისა და ERP/შესყიდვების მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ტექნოლოგიური პროდუქტების, პროგრამული უზრუნველყოფისა და IT ინფრასტრუქტურის საბაზისო/კარგი ცოდნა; ინგლისური ენის კარგი ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები. დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).