შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი
Job description
შპს "პისიშოპ.ჯი" , კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა. კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების ციფრული ტექნიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/ კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაოს აღწერა და მოვალეობები: ** პროდუქტის შესახებ კონტენტის შექმნა და პროგრამაში განთავსების უზრუნველყოფა; ** ფასების და ნაშთების კონტროლი; ** კატეგორიის მენეჯერებთან მჭიდრო კავშირი და შესაბამისი დავალებების შესრულება; ** შესყიდვებთან დაკავშირებული პროცესების მართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია ციფრული ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა; ** აუცილებელია ინგლისურო ენის ფლობა და სასურველია რუსული ენების ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** შრომისმოყვარეობა; ** კომუნიკაბელურობა; ** ენერგიულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პუნქტუალურობა; ** პრეზენტაბელურობა; ** მოტივირებულობა; ** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** სწავლას და კარიერულ წინსვლას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** მეგობრულ სამუშაო გარემოს. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ სათაურის ველში.