TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / შესყიდვების სამსახურის უფროსი

შესყიდვების სამსახურის უფროსი

ურბანიკი თბილისი hr.ge ქართული
Posted Jun 30, 2026 2 days ago apply by Jul 25, 2026

Job description

კომპანია ,, ურბანიკი “ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სამსახურის უფროსის პოზიციაზე ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების, სამართლის ან მომიჯნავე მიმართულებით; შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; შესყიდვების პროცესების, მომწოდებლებთან ურთიერთობისა და ხელშეკრულებების მართვის პრაქტიკული ცოდნა; მოლაპარაკებების წარმოებისა და კომერციული პირობების შეთანხმების უნარი; ბაზრის ანალიზისა და შესყიდვების სტრატეგიული დაგეგმვის გამოცდილება; ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები; გუნდის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი; კომპიუტერული პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით Excel-ის) კარგი ცოდნა; ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ორგანიზაციის შესყიდვების პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და დანერგვა; შესყიდვების წლიური და ოპერატიული გეგმების მომზადება და შესრულების კონტროლი; მომწოდებლების მოძიება, შეფასება და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება; შესყიდვების პროცესის სრულყოფილად მართვა და ოპტიმიზაცია; სატენდერო და სახელშეკრულებო პროცესების კოორდინაცია; შესყიდვების ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა; ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და შესყიდვების ეფექტიანობის ზრდაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელება; დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და შეფასება; ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება და წარდგენა. პიროვნული თვისებები: ლიდერული უნარები; სტრატეგიული აზროვნება; შედეგზე ორიენტირებულობა; მაღალი ეთიკური სტანდარტები; დროის ეფექტური მართვის უნარი; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თ. ჭოველიძის N4 სამუშაო ხანგრძლივოვა: ორშაბათი-პარასკევი 10:00- 18:00-მდე დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ შემდეგ მეილზე: [email protected]