შესყიდვების სპეციალისტი
Job description
საერთაშორისო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფს" დეველოპერული პროექტების მართვის სფეროში 30 წლიანი გამოცდილება გააჩნია და მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული: საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრები, საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროების ქსელი, ხორც-პროდუქტების, ხე-ტყის, ქვის გადამამუშავებელი საწარმოები და სხვა. "ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც 2007 წლიდან სამშენებლო, დეველოპერულ, საფინანსო და საწარმოო სფეროებში ოპერირებს. საქართველოში მის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორის "თბილისის ზღის ახალი ქალაქი" გამოირჩევა, რომლის ფარგლებშიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015" -ის ოლიმპიური სოფელი და ამიერკავკასიში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი "თბილისის ზღვის პლაზა" არის განთავსებული. კომპანია " Hualing International Special Economic Zone " აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შესყიდვების სპეციალისტი . ფუნქციები: ** შესყიდვების პროცესის დაგეგმვა და განხორციელება - შესყიდვების სტრატეგიის ეფექტური განხორციელება. ** მომწოდებლების მოძიება, შერჩევა და მოლაპარაკებების წარმოება - საუკეთესო შეთავაზებების უზრუნველყოფა. ** მომწოდებლებთან ფასების, მიწოდების ვადებისა და პირობების შეთანხმება - კომერციული პირობების ოპტიმიზაცია. ** შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება - კონტრაქტების, წინადადებების და სასაქონლო დოკუმენტაციის მართვა. ** მიღებული საქონლის/მომსახურების შესაბამისობის კონტროლი - ხარისხის და რაოდენობის შემოწმება. ** ხარჯების ოპტიმიზაცია და ბიუჯეტის ფარგლებში მუშაობა - ფინანსური რესურსების ეფექტური მართვა. ** მომწოდებლებთან გაფორმებული შესყიდვის ხელშეკრულებების შესრულების შეფასება - მომსახურების ხარისხის მონიტორინგი. ** ლოგისტიკის სამსახურთან კოორდინაცია მარაგების მართვის მიზნით - სწორი მიწოდების პროცესის უზრუნველყოფა. ** ბაზრის კვლევა, კომერციული შეთავაზებების მოძიება, შეფასება და ალტერნატივების ანალიზი. ** ხელმძღვანელობისთვის ანგარიშგების მომზადება - რეგულარული ანალიზი და ანგარიში. ** კომპანიის შრომის შინაგანაწესისა და სხვა შიდა რეგულაციების მოთხოვნების დაცვა; ** სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამსახურებრივი დავალებების დროულად შესრულება მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვით. მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2- წლიანი გამოცდილება; ** MS Office პროგრამების ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა. უნარები: ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა; ** დროის მართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; სამუშაო ადგილად განსაზღვრულია ოფისი - თბილისი, ჯუმბერ ლეჟავას N 22, ჰუალინგ პლაზა, სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი-პარასკევი) 09:30-18:30 დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: [email protected] 5 აგვისტოს ჩათვლით. თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. გისურვებთ წარმატებას!