შესყიდვების სპეციალისტი
Job description
ა (ა)იპ " ეროვნული სკრინინგ-ცენტრი " აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი ძირითადი მოვალეობები: ** ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად; ** ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით, შესყიდვის მიმღები სამსახურებიდან მიღებული ტექნიკური მახასიათებლების დაზუსტება და შესყიდვისათვის საჭირო და სრული დოკუმენტაციის შედგენა; ** სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების მომზადება და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა; ** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა; ** სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადება; ** ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა და მათი ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა; ** სსიპ "სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან" მიმოწერა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი განათლება; ** სამუშაო გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით; ** შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** სასურველია უცხო ენების ცოდნა. პიროვნული კომპეტენციები და უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გამართული მეტყველების უნარი; ** ორგანიზებულობა; ** კომუნიკაბელურობა; ** თავაზიანობა; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] . ამასთან გთხოვთ, საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გისურვებთ წარმატებებს! შენიშვნა: რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, შესაძლოა თქვენი გამოგზავნილი რეზიუმე დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკასიაზეც. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრის" მიერ მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს დამუშავებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.