შესყიდვების სპეციალისტი
Job description
" მეტროპოლი " ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს. ბათუმის ფილიალი აფართოებს გუნდს და ეძებს გამოცდილ, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ შესყიდვების სპეციალისტს , რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის სამშენებლო პროექტებისთვის შესყიდვებისა და ლოჯისტიკური პროცესების ეფექტიან მართვაზე. ლოკაცია: ბათუმი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ძირითადი მოვალეობები: ** სამშენებლო მასალების, ტექნიკისა და მომსახურებების შესყიდვის პროცესის სრული მართვა. ** მომწოდებლების მოძიება, შეფასება, შერჩევა და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება. ** კომერციული შეთავაზებების მიღება, ანალიზი და ფასებზე მოლაპარაკებების წარმოება. ** შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება. ** შესყიდვების პროცესის კოორდინაცია შიდა დეპარტამენტებთან. ** ლოჯისტიკური პროცესების დაგეგმვა, კოორდინაცია და მართვა, მათ შორის ტვირთების ტრანსპორტირების, მიწოდების ვადებისა და მომწოდებლებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა. ** შესყიდვებისა და ლოჯისტიკის პროცესების უწყვეტობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა. ** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი და ხარჯების ოპტიმიზაციაზე მუშაობა. ** შესყიდვების პროცესის კომპანიის შიდა პოლიტიკისა და სტანდარტების შესაბამისად განხორციელება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამშენებლო სექტორში შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 4-წლიანი სამუშაო გამოცდილება. ** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა. ** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება. ** შესყიდვების პროგრამებისა და სისტემების საფუძვლიანი ცოდნა. ** ლოჯისტიკური პროცესების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ** მოლაპარაკებების წარმატებით წარმოებისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი. ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. ** გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას. ** ჯანმრთელობის დაზღვევას. ** კვების უზრუნველყოფას. ** კორპორატიულ ნომერს. ** პროფესიული განვითარების, სწავლებისა და კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობებს. ** ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს. ** მეგობრულ სამუშაო გარემოს, გუნდურ აქტივობებსა და თიმბილდინგებს. თუ გსურთ გახდეთ წარმატებული და მზარდი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ვაკანსიის დასახელებით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] შემოუერთდით მეტროპოლის ბათუმის გუნდს!