TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / შესყიდვების სუპერვაიზერი

შესყიდვების სუპერვაიზერი

იელთი ჯგუფი თბილისი ქართული
Posted Jul 24, 2026 13h ago apply by Aug 22, 2026

Job description

,,იელთი ჯგუფი “ და საერთაშორისო კომპანია IPM, 100–ზე მეტი პრემიუმ კლასის აპარტამენტის მართვის გამოცდილებით, აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სუპერვაიზერის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40სთ) ლოკაცია: ბათუმი ანაზღაურება: 1800-2500 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად) ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები შესყიდვების მართვა კომპანიის დეპარტამენტების საჭიროებების შეგროვება, ანალიზი და შესყიდვების დაგეგმვა; მომწოდებლების მოძიება, შეფასება და შერჩევა კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად; კომერციული შეთავაზებების მიღება, შედარება და ანალიზი; მარაგებისა და საწყობის მართვა მარაგების მიღების, განთავსების, გაცემისა და გადაადგილების პროცესის ორგანიზება; მარაგების ზუსტი აღრიცხვის უზრუნველყოფა შესაბამის პროგრამაში; მჭიდრო თანამშრომლობა ყველა დეპარტამენტთან მათი საჭიროებების დროულად დასაკმაყოფილებლად; შესყიდვებისა და მარაგების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის; შესყიდვებთან და საწყობის ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და არქივირება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი ან პროფესიული განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, ლოგისტიკის, ფინანსების ან შესაბამისი მიმართულებით); მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება შესყიდვების, საწყობის ან მარაგების მართვის მიმართულებით; MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა; საწყობის ან მარაგების მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს. თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებითა და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება მომსახურების სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია! შემოგვიერთდით! წარმატებებს გისურვებთ!