---
title: შესყიდვებისა და მომარაგების მენეჯერი
description: სარესტორნო ქსელისთვის ვეძებთ შესყიდვების სფეროში გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც დაგეგმავს მომარაგებას, მართავს მომწოდებლებთან ურთიერთობას და უზრუნველყოფს შესყიდვებთან დაკავშირებული მონაცემების სიზუსტე
---

# შესყიდვებისა და მომარაგების მენეჯერი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-09-24  
**Apply by:** 2026-10-24

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=755462)

## Job description

სარესტორნო ქსელისთვის ვეძებთ შესყიდვების სფეროში გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც დაგეგმავს მომარაგებას, მართავს მომწოდებლებთან ურთიერთობას და უზრუნველყოფს შესყიდვებთან დაკავშირებული მონაცემების სიზუსტეს FINA-ს პროგრამაში. პოზიცია: შესყიდვებისა და მომარაგების მენეჯერი სამუშაო პირობები: ** დასაქმება: სრული განაკვეთი ** სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული ** ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად ძირითადი პასუხისმგებლობები: ** შიდა მოთხოვნებისა და მარაგების მონაცემების შეჯერება, შესყიდვების საჭიროების განსაზღვრა და შეკვეთების დაგეგმვა. ** ბაზარზე ალტერნატიული მომწოდებლების მოძიება, შეთავაზებების შედარება და შესყიდვის პირობებზე მოლაპარაკება. ** შეთანხმებული ფასების გადამოწმება, ცვლილებების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში პირობების ხელახლა შეთანხმება. ** შეკვეთების შესრულების კოორდინაცია და მომწოდებლებთან წარმოქმნილი საკითხების დროული მოგვარება, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე შეხვედრით. ** მარაგების რეგულარული გადამოწმება და შევსების დაგეგმვა ისე, რომ მომარაგება შეფერხების გარეშე განხორციელდეს. ** საქონლის მიღების, გადაადგილებისა და რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა; შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტაციის დამუშავება, ქსელის მენეჯერებთან ყოველდღიურ კოორდინაციაში. ** სასაქონლო ცნობარის, ახალი პოზიციებისა და კალკულაციების განახლება; მონაცემების სისწორის კონტროლი სააღრიცხვო და გაყიდვების სისტემებში. კანდიდატის გამოცდილება და უნარები: ** შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლის გამოცდილება HORECA სექტორში. ** FINA სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობისა და ელექტრონული სასაქონლო დოკუმენტაციის მართვის პრაქტიკული ცოდნა. ** მომწოდებლებთან მოლაპარაკების გამოცდილება და საქმიანი კონტაქტები. ** დეტალებზე ყურადღება, პასუხისმგებლობა და სამუშაოს დამოუკიდებლად ორგანიზების უნარი. ** პრიორიტეტების განსაზღვრისა და ვადების მართვის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: restaurants.georgia@gmail.com

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%93%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
