TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მენეჯერი

შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მენეჯერი

nvi Georgia ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 07, 2026

Job description

ს.ს. " ნიუ ვიჟენ დაზღვევა " აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დაზღვევის დეპარტამენტში, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე. ** სტრუქტურული ერთეული: სამედიცინო პროვაიდერებთან ურთიერთობისა და ანაზღაურების სამსახური ** პოზიცია: შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მენეჯერი ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ე. მიქელაძის 1ბ ** სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (09:00-18:00 სთ; შესვენება - 1 სთ); ** ანაზღაურება: შრომის ანაზღაურების საორიენტაციო განაკვეთი 1100-1500 ლარი (NET) (კონკრეტულ შემთხვევაში, ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად); "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" 2020 წელს დაარსდა და წარმოადგენს ჰოლდინგის ნაწილს, რომელშიც ერთიანდება ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი", "ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი", "ზარაფხანა", "ქუთაისის ტორპედო" და ა.შ. ჩვენთვის წამყვანი კორპორატიული ღირებულებაა კომპანიაში დასაქმებული ადამიანების კმაყოფილება, მათთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და განვითარება. ამასთანავე, კომპანია ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას - ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ პოტენციურ თანამშრომელს! ფუნქცია-მოვალეობები: ** სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ჩაბარება, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. მიღებული დოკუმენტების პროგრამაში რეგისტრაცია. ** სამედიცინო პროვაიდერებისგან მოსული დოკუმენტაციის განხილვა, რეესტრების გადამოწმება, ვალიდურობის შემოწმება, ტარიფების შედარება, შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევების პროგრამული რეგისტრაცია და გადაწყვეტილების მიღება ანაზღაურებაზე, წინასწარ დადგენილი ლიმიტის ფარგლებში. ** დოკუმენტაციის განხილვის შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, აღიარების აქტის მომზადება და პროვაიდერ კლინიკასთან გადაგზავნა, კლინიკასთან უკუკავშირი. ** დოკუმენტაციის შენახვა და დაარქივება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით (მისაღებია, ნებისმიერი სპეციალიზაცია); ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** სასურველია სადაზღვევო სფეროში სამუშაო გამოცდილება; ** სასურველია, ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. პროფესიული უნარები და კომპეტენციები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პროდუქტიულობა (შედეგზე და ხარისხზე ორიენტაცია) ** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სიახლეებისკენ სწრაფვა და სწრაფი ათვისების უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს (მოკლე სამუშაო პარასკევი დღე, დამატებით უქმე დღე (day off) დაბადების დღეზე); ** კორპორატიულ სარგებელს (benefits) (ჯანმრთელობის დაზღვევისა და Fitpass შეთავაზება); ** კორპორატიული კულტურის განვითარებისა და გუნდში ინტეგრაციისათვის სხვადასხვა ორგანიზაციულ აქტივობებს; ** კარიერული წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას (ჰორიზონტალური და ვერტიკალური კარიერული გადაადგილება). დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე [email protected] და "SUBJECT" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მენეჯერი". რეკრუტირების პროცესი წარიმართება ორ ეტაპად: ** რეზიუმეების გადარჩევა; ** შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება. ** საჭიროების შემთხვევაში, დავალების შესრულება. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" შერჩევის პროცესს დაიწყებს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს. განაცხადის გაზიარებამდე დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: [email protected] გისურვებთ წარმატებას! სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევის" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402160022; იურიდიული მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, დიდუბის რაიონი, ევგენი მიქელაძის ქუჩა, N 1ბ; ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected] ; ტელეფონის ნომერი: 0322 501 501. შემდგომში - "დამსაქმებელი"/"კომპანია"/"დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი") მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV-ს) გამოგზავნით/ვებგვერდზე (www.nvi.ge) მონაცემების შეყვანისა და რეზიუმეს/CV-ის ატვირთვით თქვენ, როგორც დასაქმების კანდიდატი/მონაცემთა სუბიექტი "დამსაქმებელს" ანიჭებთ უფლებამოსილებას, რომ: დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათ შორის, რეზიუმეში (CV)-ში მითითებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიზნით, იმ ვადით, რაც აუცილებელია კანდიდატების შერჩევისა და კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, "კომპანია" თქვენგან მოწოდებულ რეზიუმეს (CV)-ს, ტესტირების შედეგებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და თქვენგან მიღებულ დამატებით ინფორმაციას/დოკუმენტს დაამუშავებს იმავე ან სხვა უმცრო პოზიციაზე დასაქმების შემდგომი განხილვის მიზნით დამატებით 1 (ერთი) წლის ვადით, თუ თქვენი მხრიდან აღნიშნულზე დამატებით თანხმობა იქნება გაცხადებული. დამატებითი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, კომპანია გაანადგურებს/წაშლის თქვენს შესახებ არსებულ მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა დამუშავების საფუძველია თქვენი განცხადების/კანდიდატურის განხილვა. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია, თუ რა სახის მონაცემებს ამუშავებს კომპანია თქვენს შესახებ, რა საფუძვლით, რა ვადით, გადაეცემა თუ არა მონაცემები სხვა პირს, ასევე, თქვენ გაქვთ უფლება, რომ მოითხოვოთ მონაცემთა გაცნობა, ასლების მიღება, მათი გასწორება, განახლება, შევსება, წაშლა, განადგურება, გადატანა ან დაბლოკვა. ამასთან, თქვენ გაქვთ უფლება, რომ ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე და მოითხოვოთ აღნიშნული პროცესის შეწყვეტა. გაცნობებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ მიმართოთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევის" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, ელენე მჭედლიშვილს (ტელ: 599393322; ელ.ფოსტა: [email protected] ).