შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი
Job description
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია " გირო კრედიტი " აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალურად კვალიფიკაციიდან გამომდინარე + სამედიცინო დაზღვევა. სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საფინანსო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან სხვა შესაბამის დარგში ** ლოგიკური და სისტემური ანალიზის უნარი ** საოფისე პროგრამების ცოდნა - პრიორიტეტულია MS Excel; ძირითადი მოვალეობები: ** დამსაქმებლის ფილიალებში აუდიტის დაგეგმვა და განხორციელება; ** აუდიტორული დავალებების ფარგლებში რისკების იდენტიფიკაცია, შეფასება და ძირეული მიზეზების ანალიზი; ** აუდიტორული ანგარიშების/დასკვნების მომზადება ** დაკავებულ პოზიციასთან დაკავშირებით, წესების, პოლიტიკის, ბრძანების, მითითებების შესრულება. პიროვნული უნარები: ** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული; ** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2026 წლის 20 ივლისის ჩათვლით გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი. შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდეც! დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.girocredit.ge/