შოურუმის გაყიდვების მენეჯერი
Job description
"TRIART" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (შოურუმი) პოზიციაზე. "TRIART" არის ევროპული ხარისხის MDF ფასადებისა და ავეჯის კომპონენტების შოურუმი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე დიზაინს, პროფესიონალურ კონსულტაციას და სრულ მომსახურებას "ერთი ფანჯრის" პრინციპით. თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, გაყიდვები და გსურს იმუშაო მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში, შემოგვიერთდი! ძირითადი მოვალეობები: ** შოურუმში შემოსული მომხმარებლების პროფესიონალური მიღება და კონსულტაცია; ** პროდუქციისა და მომსახურების სრულყოფილი პრეზენტაცია; ** მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და საუკეთესო გადაწყვეტილების შეთავაზება; ** შეკვეთების პირველადი დამუშავება და ინფორმაციის გადაცემა პროექტირების/წარმოების გუნდისთვის; ** სისტემაში მომხმარებლების მონაცემების აღრიცხვა; ** კლიენტებთან შემდგომი კომუნიკაცია და გაყიდვების დასრულების უზრუნველყოფა; ** შოურუმის მოწესრიგებული და მიმზიდველი გარემოს შენარჩუნება. მოთხოვნები: ** გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების გამოცდილება (სასურველია ავეჯის, ინტერიერის ან სამშენებლო სფეროში); ** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომპიუტერის საბაზისო ცოდნა (MS Office); ** სწრაფი სწავლისა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსს გაყიდვებზე; ** პროფესიულ განვითარებასა და მუდმივ გადამზადებას; ** მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** კარიერული ზრდის შესაძლებლობას. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: თვეში 20-22 სამუშაო დღე (ცვლები) ** სამუშაო საათები: 11:00 - 18:30 ** სამუშაო ადგილი: TRIART-ის შოურუმი თუ გსურს გახდე "TRIART"-ის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი CV ფოტოსურთთან ერთად და შემოგვიერთდი! "TRIART" - ევროპული ხარისხი, თანამედროვე დიზაინი და პროფესიონალური მომსახურება ერთ სივრცეში საკონტაქტო ელფოსტა: [email protected]