---
title: შრომის უსაფრთხოების მენეჯერი at award
description: კომპანიის შესახებ: AWARD წარმოადგენს ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტების სფეროში მოქმედ კომპანიას. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმ
---

# შრომის უსაფრთხოების მენეჯერი

**Company:** award  
**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-09-07  
**Apply by:** 2026-10-04

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=750670)

## Job description

კომპანიის შესახებ: AWARD წარმოადგენს ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტების სფეროში მოქმედ კომპანიას. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს. პოზიციის დასახელება: შრომის უსაფრთხოების მენეჯერი მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი - რეგიონები სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 - 19:00) ძირითადი მოვალეობები: ** სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების კონტროლი. ** სამუშაო სივრცეში არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და მათი აღმოფხვრის ან მისაღებ დონემდე შემცირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა. ** შრომის უსაფრთხოების შიდა წესების, ინსტრუქციების, პროცედურებისა და სახელმძღვანელოების შემუშავება და მათი დანერგვის მონიტორინგი. ** ობიექტებზე რეგულარული ინსპექტირებების განხორციელება, გამოვლენილი შეუსაბამობების იდენტიფიცირება, მიზეზების კვლევა და მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა/კონტროლი. ** თანამშრომლებისა და პროექტებში ჩართული სხვა პირების მიერ შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი. ** თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ტრენინგების, ინსტრუქტაჟებისა და პრაქტიკული სწავლებების ორგანიზება და ჩატარება. ** მაღალი რისკის შემცველ სამუშაოებზე თანამშრომელთა დაშვების კონტროლი შესაბამისი სწავლებისა და ინსტრუქტაჟის გავლის შემდეგ. ** ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების საჭიროების განსაზღვრა და მათი გამოყენების კონტროლი. ** მძიმე, მავნე და საშიში პირობების შემცველი სამუშაო ადგილების იდენტიფიცირება, აღრიცხვა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა. ** სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების, შესაბამისი ინვენტარისა და აღჭურვილობის გამართულობის კონტროლი. ** პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებისა და შესაბამისი აღჭურვილობის არსებობისა და ვარგისიანობის კონტროლი. ** საჭიროების შემთხვევაში დასაქმებულთა წინასწარი და პერიოდული სამედიცინო შემოწმებების ორგანიზებისა და კონტროლის უზრუნველყოფა. ** სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების აღრიცხვა, მოკვლევა, მიზეზების დადგენა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. ** შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების აღრიცხვა და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. ** სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებთან საჭირო კომუნიკაციისა და დოკუმენტაციის უზრუნველყოფა. ** კომპანიის ხელმძღვანელობისთვის შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული რისკებისა და საჭირო ღონისძიებების შესახებ პერიოდული ანგარიშგება. ** შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის, კონტროლისა და მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველყოფა. ** საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება - სასურველია შრომის უსაფრთხოების, ტექნიკური ან შესაბამისი მიმართულებით. ** შრომის უსაფრთხოების შესაბამისი მოქმედი სერტიფიკატი - სავალდებულოა. ** შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება. ** სამშენებლო/ინფრასტრუქტურულ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ** შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ცოდნა. ** რისკების შეფასებისა და უსაფრთხოების კონტროლის გამოცდილება. ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. ** კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი. თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 04/10/2026 . გისურვებთ წარმატებას!

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%A8%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.

```json
{"@context":"https://schema.org/","@type":"JobPosting","title":"შრომის უსაფრთხოების მენეჯერი","description":"<p>კომპანიის შესახებ: AWARD წარმოადგენს ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტების სფეროში მოქმედ კომპანიას. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს. პოზიციის დასახელება: შრომის უსაფრთხოების მენეჯერი მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი - რეგიონები სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 - 19:00) ძირითადი მოვალეობები: ** სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების კონტროლი. ** სამუშაო სივრცეში არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და მათი აღმოფხვრის ან მისაღებ დონემდე შემცირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა. ** შრომის უსაფრთხოების შიდა წესების, ინსტრუქციების, პროცედურებისა და სახელმძღვანელოების შემუშავება და მათი დანერგვის მონიტორინგი. ** ობიექტებზე რეგულარული ინსპექტირებების განხორციელება, გამოვლენილი შეუსაბამობების იდენტიფიცირება, მიზეზების კვლევა და მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა/კონტროლი. ** თანამშრომლებისა და პროექტებში ჩართული სხვა პირების მიერ შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი. ** თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ტრენინგების, ინსტრუქტაჟებისა და პრაქტიკული სწავლებების ორგანიზება და ჩატარება. ** მაღალი რისკის შემცველ სამუშაოებზე თანამშრომელთა დაშვების კონტროლი შესაბამისი სწავლებისა და ინსტრუქტაჟის გავლის შემდეგ. ** ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების საჭიროების განსაზღვრა და მათი გამოყენების კონტროლი. ** მძიმე, მავნე და საშიში პირობების შემცველი სამუშაო ადგილების იდენტიფიცირება, აღრიცხვა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა. ** სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების, შესაბამისი ინვენტარისა და აღჭურვილობის გამართულობის კონტროლი. ** პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებისა და შესაბამისი აღჭურვილობის არსებობისა და ვარგისიანობის კონტროლი. ** საჭიროების შემთხვევაში დასაქმებულთა წინასწარი და პერიოდული სამედიცინო შემოწმებების ორგანიზებისა და კონტროლის უზრუნველყოფა. ** სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების აღრიცხვა, მოკვლევა, მიზეზების დადგენა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. ** შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების აღრიცხვა და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. ** სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებთან საჭირო კომუნიკაციისა და დოკუმენტაციის უზრუნველყოფა. ** კომპანიის ხელმძღვანელობისთვის შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული რისკებისა და საჭირო ღონისძიებების შესახებ პერიოდული ანგარიშგება. ** შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის, კონტროლისა და მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველყოფა. ** საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება - სასურველია შრომის უსაფრთხოების, ტექნიკური ან შესაბამისი მიმართულებით. ** შრომის უსაფრთხოების შესაბამისი მოქმედი სერტიფიკატი - სავალდებულოა. ** შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება. ** სამშენებლო/ინფრასტრუქტურულ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ** შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ცოდნა. ** რისკების შეფასებისა და უსაფრთხოების კონტროლის გამოცდილება. ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. ** კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი. თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 04/10/2026 . გისურვებთ წარმატებას!</p>","identifier":{"@type":"PropertyValue","name":"TechGeo","value":"750670"},"url":"https://techgeo.ge/job/shromis-usaprtkhoebis-menejeri-caf514b","jobLocation":{"@type":"Place","address":{"@type":"PostalAddress","addressLocality":"Georgia","addressCountry":"GE"}},"hiringOrganization":{"@type":"Organization","name":"award"},"directApply":false,"datePosted":"2026-09-07","validThrough":"2026-10-04T23:59:59+04:00","employmentType":"FULL_TIME"}
```
