TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი

შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი

გერგილი ქუთაისი hr.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 25, 2026

Job description

შპს „გერგილი“ აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტის პოზიციაზე; შპს „გერგილი“ წამყვანი საკონსულტაციო კომპანია შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის სფეროში. ადგილმდებარეობა: ქუთაისი სამუშაო გრაფიკი: სრული შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად; მოთხოვნები: სავალდებულოა შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი; ვაკანსიაზე განიხილება ნებისმიერ მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტი; საოფისე პროგრამების ცოდნა; აუცილებელია კარგი წერითი უნარების ფლობა; მართვის მოწმობა (B კატეგორია); ფუნქციები: საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით შრომის უსაფრთხოების რეგულაციების დაცვის კონტროლი; საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შრომის უსაფრთხოების მიმართულებით პროექტის ზედამხედველობა; შრომის უსაფრთხოების პოლიტიკით გათვალისწინებული ნორმებისა და პროცედურების დაცვის კონტროლი; რისკების განსაზღვრა და რისკების დოკუმენტის წარმოება; ობიექტების ინსპექტირება, საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირება, შესაბამისი პრევენციული ზომების შემუშავება; შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარმოება და პროცედურების შემუშავება; დასაქმებულთა ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ნორმებსა და პროცედურებთან დაკავშირებით; საქმიქნობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება; კონტრაქტორი კომპანიების მიერ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩატარებული საქმიანობის კონტროლი; დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების გატარება; საჭიროებისამებრ სახელმწოფო მაკონტროლებელ უყებებთან თანამშრომლობა და მათთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოწოდება; გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.