TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

smg Georgia ქართული
Posted Jul 23, 2026 1 day ago apply by Aug 23, 2026

Job description

კომპანია "SMG" (Safety Management Group) 2019 წლიდან სთავაზობს პარტნიორებს შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვასა და მართვას, HACCP-ის სისტემის შემუშავებას, სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვას, შრომითი უფლებების სისტემის გამართვას, ასევე შესაბამის საკონსულტაციო მომსახურებებსა და ტრენინგებს. დღეს კომპანია სარგებლობს 500-მდე პარტნიორის ნდობით. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიზანია პარტნიორი ორგანიზაციებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა, შრომის უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლება და პოტენციური რისკების იდენტიფიცირება. მეტი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://smgroup.ge/ https://www.facebook.com/share/18NC7d6tjL/?mibextid=wwXIfr "SMG" ეძებს გუნდის ახალ წევრს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ანანური სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი 10:00-18:00 სთ ჩვენ გთავაზობთ: კოლეგიალურ, ურთიერთ პატივისცემაზე აშენებულ სამუშაო გარემოს, დაკომპლექტებულს დარგის მოწინავე პროფესიონალებით, რომლებიც მზად არიან გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება. ჩვენთან დაგხვდებათ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე (СV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ; სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებებთ!