შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, სტაჟიორი
Job description
შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომპანია "კონცეფთ ოფ სეიფთი" (Concept of Safety / COS) აცხადებს ვაკანსიას ორ პოზიციაზე. კომპანიის შესახებ: "Concept of Safety" (COS) საქართველოში კორპორაციული უსაფრთხოების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი საკონსულტაციო კომპანიაა. კომპანია 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მისი მიზანია ბიზნესებს დაეხმაროს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაში, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. დაარსებიდან დღემდე კომპანიის 25-წევრიანმა ექსპერტთა გუნდმა სხვადასხვა სფეროს 250-ზე მეტ საშუალო და დიდ კომპანიას გაუწია მომსახურება. ჯამში, COS-მა 1700-მდე ობიექტზე უზრუნველყო დასაქმებულთათვის ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა. COS მომხმარებელს სთავაზობს უსაფრთხოების სისტემის დანერგვას, აუდიტს, ტრენინგებს, გარემოს დაცვას, სურსათის უვნებლობასა და სამუშაო გარემოს ფაქტორების გაზომვას. 1. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი (სამშენებლო ობიექტზე) ძირითადი მოვალეობები: ** სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ნორმების მუდმივი მონიტორინგი. ** საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა/გატარება. ** პერსონალისთვის შესავალი, პერიოდული და არაგეგმური ინსტრუქტაჟების ჩატარება. ** ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების სწორი გამოყენების კონტროლი. ** ინციდენტების, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვა, მოკვლევა და რეაგირება. ** საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისი სავალდებულო დოკუმენტაციის წარმოება და განახლება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სერტიფიკატი (სავალდებულოა). ** სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება. ** საქართველოს შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობისა და ტექნიკური რეგლამენტების ცოდნა. ** პრინციპულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. ანაზღაურება: 1500 - 2500 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით). 2. შრომის უსაფრთხოების სტაჟიორი რას გთავაზობთ და რას მოველით: ** ჩვენ არ ვითხოვთ გამოცდილებას, წინასწარ ცოდნას ან კვალიფიკაციას! პირიქით, ჩვენი მიზანია ნულიდან გასწავლოთ და შეგიქმნათ მყარი საფუძველი ამ პროფესიაში. ** ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს პრაქტიკულ სწავლებას უშუალოდ სამუშაო პროცესში, ჩვენს პროფესიონალ გუნდთან ერთად. ** თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, დააკვირდეთ და უფროსი სპეციალისტის დახმარებით ისწავლოთ ობიექტის ინსპექტირება, რისკების შეფასება და დოკუმენტაციის სწორად წარმოება. ** ერთადერთი მოთხოვნა: სწავლისა და განვითარების დიდი სურვილი, შრომისმოყვარეობა და საქმისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომა. ანაზღაურება: 500 ლარი . დამატებითი პირობები და განაცხადის წესი სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი სამუშაო ადგილი: თბილისი როგორ დარეგისტრირდეთ: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) კომპანიის ელექტრონულ მისამართზე: [email protected] წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება: "სპეციალისტი მშენებლობაზე" ან "სტაჟიორი". განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 30 აგვისტო . შეტყობინება პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე: რეზიუმეს (CV) გამოგზავნით აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "კოსი -კონცეფთ ოფ სეიფთიმ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ან სტაჟიორის ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. თქვენ სარგებლობთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, წაშლისა და კანონით განსაზღვრული სხვა უფლებებით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] თუ თქვენი კანდიდატურა არ შეირჩევა, თქვენი პერსონალური მონაცემები წაიშლება შერჩევის პროცესის დასრულებისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გამოთქვამთ თანხმობას საკადრო რეზერვში მათი 1 (ერთი) წლის ვადით შენახვაზე, სამომავლო ვაკანსიებზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. ამ შემთხვევაში, გთხოვთ, CV-სთან ერთად გამოგვიგზავნოთ შევსებული თანხმობის ფორმა, რომელიც თან ერთვის გამოცხადებულ ვაკანსიას.