შრომის უსაფრთხოების სტაჟიორი
Job description
გარემოს დაცვითი და შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია "გერგილი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სტაჟიორის პოზიციაზე ადგილმდებარეობა: თბილისი, რეგიონები (მივლინებით) სამუშაო გრაფიკი: სრული შრომის ანაზღაურება: მხარეთა შორის მოლაპარაკების შესაბამისად მოთხოვნები: ** აუცილებელია შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის სერტიფიკატი ან დიპლომი; ** სასურველია ინგლისური ენის (B 1 - B 2 დონე) ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** სასურველია წერითი უნარების დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა; ** აუცილებელია მართვის მოწმობა და მანქანის მართვის ცოდნა ფუნქციები: მონაწილეობა მიიღოს ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხების შემუშავებაში: ** კანონმდებლობის გათვალისწინებით შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების კონტროლის შესრულება; ** შრომის უსაფრთხოების პოლიტიკით გათვალისწინებული ნორმებისა და პროცედურების შემუშავება და კონტროლი; ** ობიექტების ინსპექტირება, საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირება, შესაბამისი პრევენციული ზომების შემუშავება; ** კანონმდებლობით მოთხოვნილი სრული შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარმოება და პროცედურების შემუშავებაში ხელშეწყობა; ** დასაქმებულთა ტრენინგი უსაფრთხოების ნორმებსა და პროცედურებთან მიმართებაში; ** კონტრაქტორი კომპანიების მიერ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩატარებული საქმიანობის კონტროლი; ** დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების გატარება. გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.