---
title: შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ოფიცერი
description: შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ოფიცერი ძირითადი მოვალეობები: ** პროექტისათვის მოთხოვნილი შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის გეგმების მონიტორინგი, მონაწილეობის მიღება აღნიშნული დოკუმენტების 
---

# შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ოფიცერი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-09-02  
**Apply by:** 2026-10-02

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=749493)

## Job description

შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ოფიცერი ძირითადი მოვალეობები: ** პროექტისათვის მოთხოვნილი შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის გეგმების მონიტორინგი, მონაწილეობის მიღება აღნიშნული დოკუმენტების მომზადება და განახლებაში, საერთაშორისო და მსოფლიო ბანკის სტანდარტებისა და კონტრაქტის სპეციფიკაციების შესაბამისად. ** ყოველდღიურად შრომის უსაფრთხოების ანალიზის და მოკლე ინსტრუქტაჟის ჩატარება, მონაწილეობის მიღება რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადება/ განახლებაში. ** სამშენებლო ობიექტებზე, შრომის უსაფრთხოების დაცვა, ობიექტების შესაბამისი ინვენტარით მოწყობა/აღჭურვა (დაწყებული უსაფრთხოების ნიშნებით ..ა.შ. დამთავრებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) სწორი გამოყენებით). ** საქართველოს შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვითი კანონმდებლობის, ასევე კონტრაქტით განსაზღვრულ მოთხოვნების შესრულება. ** ნარჩენების სწორი განთავსებისა, ჰუმუსური ფენის მართვა და დაბინძურების პრევენციის კონტროლი, გარემოს დაცვის მიზნით. ** რეგულარული ინსპექტირებების ჩატარება შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის კუთხით. ** მონაწილეობის მიღება უბედური შემთხვევების და ასევე არშემდგარი უბედური შემთხვევების გამოძიებაში; შესაბამისი ანგარიშების მომზადება და ინფორმირება ზემდგომი ხელმძღვანელების (შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მენეჯერი). ** ყოველკვირეული შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ანგარიშების მომზადება. ** რეგულარული კონსულტაციები მუშებთან შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის საკითხებზე. ** ავარიული რეაგირების პროცედურების ცოდნა და შესაბამისი აღჭურვილობის მზადყოფნა. ** თანამშრომლობა დამკვეთისა და პროექტის ზედამხედველის შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის წარმომადგენლებთან, ასევე პროექტის დაინტერესებულ მხარეებთან. კვალიფიკაციის მოთხოვნები: ** შრომის უსაფრთხოებისა ან გარემოს დაცვის მიმართულებით ეროვნული ბაკალავრის ხარისხი, დიპლომი ან შესაბამისი სერტიფიკატი. ** საერთაშორისო სერთიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად. ** მინიმუმ 3 წლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება, სასურველია საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ** სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციები სტანდარტების ცოდნა. ** ინგლისური და რუსული ენები ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული უნარები და კომპეტენციები: ** ძლიერი კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარები, პროაქტიული და პასუხისმგებლიანი მიდგომით. ** დამოუკიდებლად და მრავალფეროვან კულტურულ გუნდში მუშაობის უნარი სტრესულ გარემოშიც. ** მაღალი ყურადღება დეტალებისადმი და დოკუმენტაციისა და ანგარიშგების კარგი უნარები. ** გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემური საკითხების ეფექტურად მოგვარების უნარი საველე პირობებში. ** პროფესიონალიზმი და შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის პოზიტიური კულტურის გაძლიერების ხელშეწყობა. კომპანიის ელ-ფოსტა: info.nada2024@gmail.com

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%A8%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
