შრომის უსაფრთხოებისა და სამუშაო რისკების მართვის მენეჯერი
Job description
კომპანია " ელთიბი " აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოებისა და სამუშაო რისკების მართვის მენეჯერის პოზიციაზე. მისამართი: თორნიკე ერისთავის N21. სფერო: ვაჭრობა/ წარმოება; სამუშაო განაკვეთი: სრული. ნახევარი განაკვეთი, მომსახურეობითი ან კორპორატიული თანამშრომლობა არ განიხილება. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 09:30-დან 18:30 საათამდე ანაზღაურება: 1600₾ net . გამოსაცდელი ვადის შემდგომ მატება. 1900₾ ნეტ . პოზიციის მიზანია: ** კანონმდებლობით განსაზღვრული შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და რეგულაციების აღსრულება და მონიტორინგი კომპანიაში/ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ** პერსონალის შრომითი რეგულაციებისა და სამუშაო რისკების შესაბამისობა კანონმდებლობასთან; ფუნქცია-მოვალეობები: ** კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების წესების პრაქტიკაში გატარების უზრუნველყოფა და კონტროლი თანამშრომლებისთვის სათანადო სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით; ** უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული გეგმური და პრაქტიკული ტრენინგების ჩატარება კომპანიის თანამშრომლისთვის. ** მარეგულირებელი უსაფრთხოების წესების დაცვის მონიტორინგი და მართვა; განათლება/გამოცდილება: ** სასურველია: დისციპლინური ან/და სამართლებრივი პოზიციების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "შრომის უსაფრთხოებისა და სამუშაო რისკების მართვის მენეჯერი".