TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / შშმ პირების პერსონალური ასისტენტი

შშმ პირების პერსონალური ასისტენტი

ხელი ხელს Georgia ქართული
Posted Aug 05, 2026 20h ago apply by Sep 05, 2026

Job description

" ხელი ხელს " აცხადებს პერსონალური ასისტენტის ვაკანსიას თბილისში. გსურთ თქვენი საქმიანობით რეალური ცვლილება მოუტანოთ ადამიანების ცხოვრებას? შემოუერთდით ჩვენს გუნდს და დაეხმარეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრების წარმართვაში. ძირითადი მოვალეობები: ** ბენეფიციართან ვიზიტი და მხარდაჭერის გაწევა მის ბუნებრივ გარემოში; ** ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად ასისტირება; ** თვითმოვლის, კვების, ჰიგიენისა და ყოველდღიური ცხოვრების უნარ-ჩვევების განვითარებასა და შესრულებაში დახმარება; ** ბენეფიციარის დამოუკიდებლობისა და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა. ანაზღაურება: ** სტაჟირების/სასწავლო პერიოდი (2 კვირა) - 6 ლარი საათში; ** სტანდარტულად - 8-9 ლარი საათში; ** უქმე დღეებში - 10 ლარი საათში; ** ანაზღაურება ირიცხება საბანკო ანგარიშზე ყოველი თვის დასაწყისში. სამუშაო გრაფიკი: ** მოქნილი გრაფიკი, რომელიც თანხმდება ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით; ** შესაძლებელია საქმიანობის შეთავსება სწავლასთან ან სხვა სამსახურთან. სამუშაო ადგილი: თბილისის სხვადასხვა უბანი, ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ჩვენ გთავაზობთ: ** საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობის შესრულების შესაძლებლობას; ** პრაქტიკული გამოცდილების მიღებას სოციალურ და ზრუნვის სფეროში; ** მხარდამჭერ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 592 06 59 67; 551 35 05 04 ან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected]